• რეკლამა
  • კონტაქტი
08:48, სამშაბათი, 13 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იღბლის იძულება უკრაინულად…ზელენსკიმ თავად იღბალიც კი აიძულა, რომ მის მხარეზე დამდგარიყო ამ ომში” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
17:46 04-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
317

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი ზურაბ გურული ფეისბუქზე წერს:

 

“იღბლის იძულება უკრაინულად
—————————————-
-იღბალი გადამწყვეტ როლს თამაშობს ადამიანის წარმატებაში- მითხრა დიდი ხნის წინათ ჩემმა ფავორიტმა მენტორმა.
-და თუ იღბალი არ გწყალობს, მაშინ განწირული ხარ?-
-არა, მაშინ ისეთი დაჟინებით უნდა მისდიო მიზანს, რომ იღბალს შერცხვეს და წყალობის თვალით გადმოგხედოს- გაეცინა პროფესორს.
24 თებერვლამდე არც ამერიკაში და მითუმეტეს არც ევროპაში არ არსებობდა მაღალი რანგის პოლიტიკოსი, რომელსაც სჯეროდა უკრაინის შანსების რუსეთის წინააღმდეგ. ყველას გვახსოვს ამერიკის პრეზიდენტის სამხედრო მრჩეველის, გენერალ მილის პროგნოზი კიევის 72 საათში დაცემაზე. 2014 წლის ყირიმის ფიასკოს შემდეგ ობიექტურად ძნელი იყო იმის დაჯერება, რომ უკრაინას ეყოფოდა გაბედულება და ჟინი თავისი ტერიტორიის დასაცავად. მაშინ უკრაინელებმა ბრძოლა არ ისურვეს; არც გაბედეს. გარდა ამისა, ამერიკაში ისტორიულად ძალიან ძლიერია ფრთა, რომელსაც მიაჩნია, რომ რუსეთის დასუსტება სერიოზულ პრობლემებს გააჩენს, რადგან დაიწყება სერიოზული ტერიტორიული პრეტენზიების უწყვეტი კასკადი, რაც მსოფლიოს ერთ მეექვსედზე გადაჭიმულ სივრცეში არსებით რყევებს შექმნის. ამ ფრთაში შედიან როგორც დემოკრატები, ასევე რესპუბლიკელები და მათი დოქტრინა ეფუძნება ამერიკის უახლესი ისტორიის ერთერთი ყველაზე გამოჩენილი, გავლენიანი, ცინიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი, ჰარვარდიანელი პოლიტიკოსის მოსაზრებებს. ალბათ მიხვდით რომ საუბარი ჰაინც ალფრედ კისინჯერზეა. სხვათაშორის, კისინჯერის იდეების თაყვანისმცემელი და მიმდევარია ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ამჟამინდელი შეფი, უილიამ ბარნსიც.
„მემარცხენე ფრთის დემოკრატები და ნეოკონსერვატორი რესპუბლიკელები თვლიან, რომ ყირიმის ოკუპაციისათვის რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ცივი ომის დროინდელი გაკვეთილებით და თუ ამ პროცესში რუსეთი დაინგრევა, ეს იქნება ფასი, რომელსაც ისინი გადაიხდიან; მაგრამ მე ვფიქრობ რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელმაც მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა გადაიტანა და მასთან ყოველგვარი სამხედრო დაპირისპირების ცდუნებას უნდა გავუძლოთ. რუსეთს სჭირდება დაიჯეროს, რომ ის რჩება მნიშვნელოვან მოთამაშედ. დიდი ალბათობით ჩვენ მოვიგებთ ახალ ცივ ომს, მაგრამ სახელმწიფო მოღვაწეს უნდა ესმოდეს თავისი ქვეყნის ინტერესების სფეროს ლიმიტები. სანკტ-პეტერბურგიდან ვლადივოსტოკამდე გადაჭიმულ ტერიტორიაზე იგივე სახის კონფლიქტების განვითარება, რაც პოსტ-ტიტოსეულ იუგოსლავიაში მოხდა, არ წარმოადგენს ამერიკის ინტერესებს“ – განაცხადა კისინჯერმა 2016 წელს, The Atlantic-ის სკოლის დიპლომატიურ მასტერკლასების ჩატარების დროს.
ეს პოზიცია წარმოადგენს ჰაინც-ჰენრი კისინჯერის დიპლომატიური დოქტრინის ქვაკუთხედს რუსეთთან დაკავშირებით და ეს თეორია თანაბრად პოპულარულია უკიდურესი მემარცხენე ფრთის დემოკრატებსა და უკიდურესი მემარჯვენე ფრთის რესპუბლიკელებს შორის. აქვე შეგახსენებთ, რომ ე.წ. გადატვირთვის თეორიის ერთერთი შემქმნელი მისტერ უილიამ ბარნსი გახლდათ, რუსეთის ფედერაციაში ამერიკის მაშინდელი ელჩი და სახელმწიფო მდივან კლინტონის უახლოესი თანამებრძოლი და თანამოაზრე.
მეორე გავლენიანი ჰარვარდიანელი, კლინტონ-ობამას ერთგული თანამებრძოლი, კისინჯერის დოქტრინის მგზნებარე მიმდევარი და უილიამ ბარნსის მძლავრი პოლიტიკური მოკავშირე არც მეტი, არც ნაკლები, თავად სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენია.
ამ ოფიციალური ინფორმაციების მარტივი გააზრებაც საკმარისია იმისათვის, რომ წარმოდგენა ვიქონიოთ რა პროცესებს აქვს ადგილი უკრაინასთან მიმართებაში და რატომ ხდება ხშირად, რომ პრეზიდენტ ბაიდენს, რომელიც არასოდეს ყოფილა კისინჯერისტი, ხშირად უწევს დაპირისპირება საკუთარ ადმინისტრაციასთან, როცა საკითხი პუტინის შეფასებას და უკრაინისათვის უფრო აგრესიულ და ქმედით სამხედრო დახმარებას ეხება.
გავრცელებული მოსაზრება, რომ ამერიკას ხელს აძლევს უკრაინაში ომის გაგრძელება, რადგან ამ შემთხვევაში პუტინის რუსეთი სრულიად მოისპობა, გულუბრყვილოცაა და მცდარიც. უბრალოდ, ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის უფროსიცა და სახელმწიფო მდივანიც იზიარებენ კისინჯერის ნააზრევს და შიშებს სანკტ-პეტერბურგიდან ვლადივოსტოკამდე გადაჭიმული ტერიტორიის იუგოსლავიზაციაზე. გამანადგურებელი იარაღის უკრაინისათვის დაუყოვნებლივ გადაცემა და რუსეთის სწრაფი განადგურება სწორედ ამ პროცესებს მისცემს ლოგიკურ ბიძგს. ჩემდა გასაკვირად, სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა მხცოვანი პრეზიდენტის ხაზგასმული პრინციპულობა ანტი-კისინჯერული დიპლომატიური დოქტრინის მიმართ და სწორედ ამ პრინციპულობის შედეგია ის სამხედრო დახმარებაც, რომელსაც დღეს უკრაინა მაინც იღებს და რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს მათ ბრძოლაში.
არავინ იცის, რუსეთის რომელი და როგორი დასასრული იქნება მსოფლიოსათვის ნაკლები თავის ტკივილი. აქ ჰიპოთეზა ჰიპოთეზას ეჯახება და ძნელია გიგანტური პოლიტიკური კატაკლიზმის შედეგების ზუსტი განსაზღვრა…
ალბათ უკვე მიხვდით, რატომ გავიხსენე ჩემი მენტორის შეგონება. პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავად იღბალიც კი აიძულა რომ მის მხარეზე დამდგარიყო ამ ომში.”
თეგები: ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved