• რეკლამა
  • კონტაქტი
19:03, ხუთშაბათი, 8 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იღბლიანი ვიქნებოდი მეც რომ მოვეპარე და გავეშვილებინე ექიმებს, ასეთი მამა არ მეყოლებოდა” – წერილი ჯგუფიდან “ვეძებ”

ალია ავტორი - ალია
19:16 07-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
353
ჯგუფში “ვეძებ”, სადაც მშობლები შვილებს, შვილები მშობლებს და ადამიანები ახლობლებს ეძებენ, კიდევ ერთი წერილი ვრცელდება ანონიმურად:
“მოგესალმებით.
გთხოვთ არ გეწყინოთ და არ ჩამქოლოთ იმ სიმართლის გამო, რასაც დავწერ.
ვინც, შვილს ეძებთ ვიცი, რომ ყველანი კარგი მშობლები და კარგი დედები ხართ,
საშინელება და უპატიებელი დანაშაულია რაც თქვენ გაგიკეთეს მაგრამ, კარგი მშობლების გარდა ცუდი მშობლებიც არსებობენ.
დედაჩემსაც მკვდრად გამოუცხადეს პირველი შვილი, სახლში ვიზიტები და ფსიქოლოგიური ზეწოლა მასზეც ხორციელდებოდა,რომ არ ეჩივლა.
მათ ისევ შეეძინათ შვილები და განაგრძეს ცხოვრება მაგრამ, იცით რაშია საქმე?
დედაჩემს და მამაჩემს ისეთი ცოლ-ქმრობა აქვთ და მთელი ცხოვრება ისეთ ჩხუბში გაგვატარებინეს,რომ არცერთი დღე არ გვახსენდება ბედნიერად,
არცერთი დღე და დღესასწაული, რადგან ყოველი დღესასწაული საბოლოოდ ისევ მათი ჩხუბით და კამათით მთავრდებოდა, შვილები კი სულ მათ დაშოშმინებაში და გაშველებაში ვიყავით.
შვილებს სახლიდან გაქცევა და სამუდამოდ წასვლა ხშირად გვდომებია ისე, რომ ვერც ვერასდროს ვეღარ შეძლებოდათ ჩვენი ნახვა მაგრამ, ისევ ერთმანეთი ვერ გავიმეტეთ ამ ტკვილისთვის
და-ძმებმა.
ხშირად მითქვამს ჩემი მშობლებისთვის, ღირსები იყავით პირველი შვილი რომ მოგპარეს არც დანარჩენი შვილების ღირსები იყავით, ნეტა ჩვენც მოვეპარეთ და გავეშვილებინეთ, თქვენზე უარესი მშობლები მაინც არ გვეყოლებოდა და არც ასეთ ჯოჯოხეთში არ ვიცხოვრებდით რაც, თქვენ მოგვიწყვეთ თქვენი დაუსრულებელი წყვეტა-გლეჯვით და დაუსრულებელი ჩხუბითთქო.
ამ ბოლო წლებში კი მამაჩემი შვილებს სახლიდან გვაგდებდა და სახლის გაყიდვით გვემუქრებოდა რადგან, დედას ვიცავდით.
და დღემდე ვფიქრობ, რომ ძალიან იღბლიანი ვიქნებოდი მეც რომ მოვეპარე და გავეშვილებინე ექიმებს, ასეთი ე.წ მამა მაინც არ მეყოლებოდა.
ასევე ვიცი შემთხვევები, როცა მოზარდებმა თავი მოიკლეს მსგავსი ოჯახური პირობების გამო,
რათქმაუნდა ასეთი ოჯახები ყველაფერს ასაიდუმლოებენ მაგრამ, სიმართლე მაინც ჟონავს.
ისეთებიც ვიცი მამებმა საკუთარი შვილები რომ გაგიჟების ზღვრამდე მიიყვანეს, მათ შორის ბიჭებიც და დაატარებენ ეხლა მათ მიერ გაუბედურებულ შვილებს ფსიქიატრებთან
როცა, ფსიქიატრიულში და ციხეში გამოსაკეტები თავადვე არიან, ასეთი ურჩხული მამები.
გთხოვთ, ნუ იქნებით აგრესიულები ამ პოსტის გამო, რადგან თქვენ კარგი მშობლები, კარგი დედები და მამები ხართ, ეს არ ნიშნავს,რომ ყველა მშობელი თქვენნაირია.
გურიაში კაცმა საკუთარი ბიჭი და ცოლი რომ მოკლა ამასწინათ ალბათ ეს გეცოდინებათ. ანუ ყველა მშობელი არ არის კარგი და ყველას არ შეუძლია მშობლობა, არც ყველა ადამიანია მშობლობის ღირსი. ცუდი მშობლებიც არსებობენ და მათ გვერდით ცხოვრებას ყველაფერი ჯობია.”
თეგები: ვეძებ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
ახალი ამბები

ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად

16:51 10-08-2026
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები – კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული – თიბისი
ახალი ამბები

მობაილბანკის სექტემბრის განახლებები – კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული – თიბისი

14:30 10-08-2026
თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა

13:56 10-08-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება

15:07 10-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved