• რეკლამა
  • კონტაქტი
23:27, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იესო ხომ არ დამარხეს შემთხვევით? ამოვთხაროთ?” – ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წერილი და მოქალაქეების კომენტარები

ალია ავტორი - ალია
17:39 12-10-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,136

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი განცხადებას ავრცელებს:

გვინდა გამოვეხმაუროთ რუსთაველზე, აქციის მიმდინარეობისას, მომხდარ შემზარავ ფაქტს. ახალგაზრდებმა გამოიტანეს და დაწვეს კუბო, რომელზეც გამოხატული იყო უფალი ჩვენი იესო ქრისტე.
მართლმადიდებელი ეკლესია ემზადება ქრისტეშობის დღესასწაულისთვის, რაც გულისხმობს ჩვენი გულების განწმენდას, რათა მასში იშვას უფალი. მომხდარი კი არის საშინელი ღვთისგმობა და ნებსით თუ უნებლიედთ ეშმაკის მსახურება. ასე იქცეოდნენ ეკლესიის მტრები და ღვთისმგმობელები ხატმებრძოლობის და კომუნისტების პერიოდში, ინგრეოდა ტაძრები და წვავდნენ ხატებს. ახალგაზრდებს ვთხოვთ შეინანონ ეს გმობა და მიუხედავად დაძაბული ვითარებისა არ ჩამოშორდნენ მაცხოვარს მსგავსი მიუღებელი ქმედებებით.
კომენტარებში წერენ:
ჩემი ნაცნობი გარდაიცვალა ამასწინათ და ზუსტად ეგეთ კუბოში დამარხეს და ეგეც ცოდვაა, თუ იცით? შეიძლება იესოს გამოსახულებიანი კუბოს მიწაში ჩადება? იესო ხომ არ დამარხეს შემთხვევით? გთხოვთ, სწრაფად მიპასუხოთ, სანამ დროა ამოვთხაროთ
არც მიუქცევიათ ეტყობა ორნამენტებისთვის ყურადღება. შეგნებულად არ იზამდნენ.
და ახალგაზრდებს რომ ჩეხავდნენ ქართველები, შუაში რატომ არ ჩაუდექით სასულიერო პირნი, მაშინ რატომ არავის ახსოვდა უფალი. რატომ არ შეუშალეთ მოვლენების დრამატულ განვითარებას ხელი.
დაგმეთ ჯიპები გადადით ჟიგულებზე და დაგიჯერებთ
ქვეყანა თავზე გვემხობა და თქვენ სასახლეს მისტირით, რომელსაც არავითარი რელიგიური დატვირთვა არ გააჩნდა. ნუთუ ქრისტე არ დადგებოდა დაჩაგრულის და დაცემულის მხარეს?! თქვენ რა გჭირთ, ურჯულოებო, მართლა უღმერთოებო! უკვე მერამდენედ მოირწყა თბილისის ქუჩები ქართველების სისხლით და თქვენ ასეთ პოსტს თითხნით!
გრცხვენოდეთ!
პროპაგანდამ ახალი საკვები გადმოუგდო თავის ტვინგლუვ მასას: მაცხოვრისგამოსახულებიანი კუბო დაწვესო.
1️⃣. მაცხოვრის გამოსახვის ადგილი კუბოზე არ არის და ვინც გამოსახავს, იმან აღარ უნდა გამოსახოს.
2️⃣. არცერთ გამოსახულებას არ შეიძლება ჰქონდეს ხატის ან სიწმინდის დატვირთვა, სანამ არ ეკურთხება შესაბამისი წესით.
3️⃣. ადამიანი, რომელიც კუბოზე არაკანონიკურად ამოკვეთილ გამოსახულებაზე მეტად წუხს, ვიდრე ცოცხალი ადამიანების დამტვრეულ ძვლებზე, არის ფარისეველი და არაფერი აქვს საერთო ქრისტიანულ მორალთან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved