ამ წუთებში იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში მორწმუნეები წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიისთვის ემზადებიან.
ტაძარი უკვე გაიღო, ადგილზე მომლოცველები მივიდნენ.
იერუსალიმის საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში, წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიაზე დასწრებას მხოლოდ ვაქცინირებული ადამიანები შეძლებენ.
ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიაზე დასწრების მსურველები დიდ შაბათს,09:00 საათიდან 10:00 საათამდე ახალ კარიბჭესთან უნდა მივიდნენ, საიდანაც პოლიციისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები ვაქცინირებულ პირებს აღდგომის ტაძარში შეუშვებენ.
არავაქცინირებული პირები კი მხოლოდ ცენტრალურ მონასტერში დაიშვებიან.
კომენტარები