• რეკლამა
  • კონტაქტი
07:36, ოთხშაბათი, 17 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იძულებულები ვართ, “მედგიდის” ფუნქციონირება 24 საათით შევაჩეროთ – სოფო ჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
19:44 08-29-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
217

“მედგიდის” დამფუძნებელი, სოფო ჯაფარიძე:

“ძვირფასო მეგობრებო!

ჯგუფი “მედგიდი” მორიგი მიზანმიმართული შეტევის სამიზნეა!

საქმე მდგომარეობს შემდეგში – “ტროლებისა და ბოტების” შეუჩერებელი Report-ების გამო, იძულებულები ვართ, რომ დღეს, 29 აგვისტოს, “მედგიდის” ფუნქციონირება 24 საათით შევაჩეროთ, რაც ერთგვარი პრევენციაა იმისათვის, რომ გადავარჩინოთ ჯგუფი რიგით მესამედ სოციალური სივრცეებიდან გაქრობას/დაბლოკვას.

თუ ვისი სურვილია ამ ყოვლად უანგარო სიკეთის საკეთებლად შექმნილი ჯგუფის მესამედ(!) გაქრობა, ალბათ უკვე ყველასათვის ცხადი ხდება.

თუ ვინმე კიდევ ვერ ხვდება რაშია საქმე, ვეცდები უკეთ განვმარტო.

უფრო ნათელი და კარგად აღსაქმელი, რომ გახდეს:

* ჯგუფი, რომელიც უდიდეს პასუხისმგებლობას იღებს და სახელმწიფოსგან ყოველგვარი ხელშეწყობის გარეშე ზრუნავს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და მათი სიცოცხლის გადარჩენაზე, დროებით, თუმცა წყვეტს ფუნქციონირებას!

* საყურადღებოა, რომ ჩვენი ჯგუფი აერთიანებს 100,000 ადამიანს (ერთ კვირაში)- ამ ეტაპზე მეტწილად პოსტები კოვიდის თემატიკასთანაა დაკავშირებული, თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჯგუფის წევრებს, ნებისმიერი სამედიცინო თემატიკის კითხვაზე მინიმუმ კონსულტაცია და მაქსიმუმ სრულფასოვანი სამედიცინო დახმარება ეწევათ სრულიად უფასოდ, მაღალკვალიფიციური ექიმებისგან.

რატომ?

* იმიტომ, რომ ვიკვეთებით ვიღაცების ინტერესებთან, რაც არაერთხელ გამიჟღერებია.

* იმიტომ, რომ ხელისუფლებას ვაღიზიანებთ კეთილი საქმის კეთებით.

* იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში, ამ ხელისუფლების პირობებში ანტივაქსერული კამპანია უფრო ხელშეწყობილია ვიდრე ვაქცინაციის სწორი საინფორმაციო კამპანია.

*ქვეყანაში სადაც დღეში საშუალოდ 60-80 მდე ადამიანი იღუპება და ხელისუფლებამ ეს ტრაგედია სტატისტიკად აქცია!!

ძალიან ვცდილობდი, რომ ასე მკაფიოდ არ დამეფიქსირებინა ჩემი აზრი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ბოდიშს გიხდით ყველას, თუ ვინმე გაღიზიანდით ჩემი რადიკალური პოზიციით, თუმცა რეალობა ასეთია.

მოგვეცით საშუალება თუნდაც მცირედი წვლილი შევიტანოთ ადამიანების გადარჩენაში!

მე, ჩემი მხრიდან გპირდებით, რომ მაქსიმალურად ვეცდები ამ 24 საათის მანძილზე კვლავ თქვენ გვერდით ვიდგე და კვლას “ახლავე”-ს რეჟიმში ვიყო. მომწერეთ და დამირეკეთ, რასაც შევძლებ ყველაფრით დაგეხმარებით”

ცნობისთვის, ეს  Facebook ჯგუფ მედგიდზე პირველი შეტევა არ არის.ჯგუფი რამდენჯერმე დაიბლოკა და სოფო ჯაფარიძემ ახალი ჯგუფი შექმნა.

ცნობისთვის, ეს  Facebook ჯგუფ მედგიდზე პირველი შეტევა არ არის.ჯგუფი რამდენჯერმე დაიბლოკა და სოფო ჯაფარიძემ ახალი ჯგუფი შექმნა.

ვინ და როგორ ეხმარება სასოწარკვეთილ კოვიდპაციენტებს კლინიკაში გადაყვანაში
თეგები: სოფო ჯაფარიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა
ახალი ამბები

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა

14:31 12-16-2025
გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ
ახალი ამბები

გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ

12:53 12-16-2025
თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა

12:01 12-16-2025
ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება
ახალი ამბები

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება

14:44 12-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved