• რეკლამა
  • კონტაქტი
17:36, სამშაბათი, 3 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იდგა ბიჭი და შორიდან უყურებდა როგორ ჭამდნენ მოხუცი და კატა მის ნაყიდ ხაჭაპურს…” – ნიკო მიქაია

ალია ავტორი - ალია
14:35 12-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
58

ნიკო მიქაია, სოციალურ ქსელში, წერს:

“რესპუბლიკური საავადმყოფოს გვერდითა შესასვლელთან არის ერთი მაღაზია, სადაც იყიდება ხაჭაპურები სურსათთან ერთად.

გუშინ ვიდექი სიგარეტის საყიდლად როგში. ციოდა. იქვე იჯდა პატარა კატა, რომელიც მობუზულიყო სიცივისგან და კნაოდა. ერთი ბიჭი იდგა, ხაჭაპური უნდოდა.

თითქოს არც არაფერი. ერთი მოხუცი ქალბატონი(70-75 წლის იქნებოდა) მოვიდა: კატას ეფერებოდა შემდეგი სიტყვებით: რაო პატარა? გშია? რა გშია? თან საოცრად იცინოდა როცა ამ სიტყვებს ამბობდა. დაიხრებოდა, მოეფერებოდა კატას და ისევ ხმამაღლა იმეორებდა იგივეს.

-ვუყიდოთ პატარას ხაჭაპური?-კითხა ბიჭმა

-რას ამბობთ? ძალიან გაუხარდება-ისევ სიცილით უპასუხა მოხუცმა და სიხარულისგან თვალები გაუნათდა-მაგრამ ამდენს ვერ შეჭამს.

-რომელი ვუყიდოთ? თქვენ აურჩიეთ-გაუღიმა ბიჭმა მოხუცს.

-მემგონი ეს მოეწონება-დაადო ქალბატონმა ხელი ნახევრადფენოვან ხაჭაპურს.

-მომეცით ეს ხაჭაპური!-უთხრა ბიჭმა გამყიდველს. გადაიხადა ფული და ხაჭაპური მოხუცს მიაწოდა.

ქალმა თითქოს იუხერხულა, გაიმეორა ამდენს ვერ შეჭამსო და მოტეხა პატარა ნაჭერი და დანარჩენს ბიჭს უბრუნებდა.

-ქალბატონო რამდენსაც შეძლებს, იმდენი ჭამოს, დანარჩენს შეინახავსო-გაუღიმა ქალბატონს და გაბრუნდა.

მოხუცმა პატარა ნაჭერი დაუგდო კატას და ბედნიერი სახით უყურებდა როგორ ჭამდა პატარა კნუტი ხაჭაპურს.

ახალგაზრდა ბიჭიც ცოტა შორიახლოს იდგა, ჭამდა თავის ხაჭაპურს და შორიდან უყურებდა როგორ ჭამდნენ მოხუცი ქალბატონი და პატარა კატა მის ნაყიდ ხაჭაპურს ერთად…

დამიჯერეთ ამაზე ბედნიერი სურათი ძალიან იშვიათად მინახავს. ყოველთვის ვამბობ: სულ ცოტაა საჭირო, რომ სიკეთით გაანათო ეს სამყარო…

3 წლის წინანდელი ამბავი”

თეგები: ნიკო მიქაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა
ახალი ამბები

PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა

15:26 11-03-2026
გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!

11:16 11-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:33 11-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved