იაპონიის პოლიციამ ყოფილი ფოსტალიონის წინააღმდეგ, რომელიც ათასობით წერილს სახლში ინახავდა, გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოძიების ცნობით, საუბარია 24 ათასამდე წერილზე, რომელიც მან ადრესატს არ მიუტანა. როგორც ბრალდებული 61 წლის კაცი ამბობს, ბევრი წერილის დარიგება რთულია, მას კი არ სურდა ახალგაზრდა ფოსტალიონებზე ნაკლები შესაძლებლობების წარმოჩენა.
პოლიციის ცნობით, ფოსტალიონი წერილებს სახლში 2003 წლიდან ინახავდა.
კომენტარები