• რეკლამა
  • კონტაქტი
07:18, სამშაბათი, 13 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

იანვრის შეთავაზებები „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან“

ალია ავტორი - ალია
14:00 01-23-2023
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
462

 

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“  მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს და იაპონური ბრენდის ავტომფლობელებისთვის 2023 წელსაც საინტერესო და მრავალფეროვანი შეთავაზებებით იწყებს. 17 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით ფიზიკური პირებისთვის მოქმედებს აქცია, რომლის ფარგლებშიც, სერვისზე წინასწარი ჩაწერის შემთხვევაში, მომხმარებლები მიიღებენ 30% ქეშბექს სხვადასხვა პროდუქტზე. გარდა ამისა, განსაკუთრებული შეთავაზება მოქმედებს მათთვის, ვისაც Toyota C-HR-ის შეძენა სურს.

დასაჩუქრდით Toyota C-HR-ის შეძენისას

თუ ამ გამორჩეულ ავტომობილს 17 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით შეიძენთ,, შესაძლებლობა გექნებათ, აირჩიოთ საჩუქარი: TOYOTA CASCO-ს 1-წლიანი დაზღვევა ან 4 ცალი ზამთრის საბურავი. აღნიშნული  შეთავაზებით ფიზიკური პირები ისარგებლებენ.

Toyota C-HR – ეს არის ურბანული ქროსოვერი, რომელიც აკმაყოფილებს ქალაქის ყველა მოთხოვნას. მოდელი გამოირჩევა ორიგინალური დიზაინით, ეკონომიურობითა და კომფორტით.

მათთვის კი, ვინც უკვე ფლობენ იაპონური ბრენდის ავტომობილებს, „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ 17 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით 30%-იანი ქეშბექი მოქმედებს შემდეგი პროდუქტების შეძენისას:

საბურავები – რადგან ჰაერის ტემპერატურა უკვე ჩამოსცდა 0 C°-ს, აუცილებელია, რომ ასეთი ამინდის პირობებში ზამთრისათვის შესაბამისი საბურავებით გადავადგილდებოდეთ. „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ უმაღლესი ხარისხის საბურავების შეძენის შემთხვევაში გადახდილი თანხის 30% უკან დაგიბრუნდებათ ქეშბექის სახით. აქციით სარგებლობისთვის საჭიროა სერვისზე წინასწარი ჩაწერა.

აკუმულატორები – შეთავაზებით ისარგებლებთ ასევე „ტოიოტას“ ორიგინალი აკუმულატორების შეძენისას. ტემპერატურის ცვლილება გავლენას ახდენს აკუმულატორებზეც, ამიტომ რეკომენდებულია მათი დიაგნოსტირება. წინასწარი ჩაწერის შემთხვევაში მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ, აკუმულატორის რესურსი უფასოდ შეამოწმონ, ხოლო შეცვლის საჭიროების შემთხვევაში შეიძინონ „ტოიოტას“ ორიგინალი აკუმულატორი და მიიღონ 2-წლიანი უპირობო გარანტია. გადახდილი თანხის 30% კი ქეშბექის სახით უკან დაიბრუნონ.

ანტიფრიზი – ზამთრის დადგომასთან ერთად, მნიშვნელოვანია ანტიფრიზის დონის შემოწმებაც. „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ ქეშბექის აქცია მოქმედებს ანტიფრიზის შეძენის შემთხვევაშიც. გადახდილი თანხის 30% ნათურებისა და მინისმწმენდების ყინვაგამძლე სითხის შეძენის დროსაც დაგიბრუნდებათ.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ შეთავაზებებით სარგებლობისას სერვისცენტრებში თქვენს ავტომობილზე პროფესიონალი, სერტიფიცირებული მექანიკოსები იზრუნებენ.

—

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება მთლიანად ტოიოტას ბრენდის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია უახლესი ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

 

თეგები: თეგეტა მოტორსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“დააბრუნეთ ირაკლი; მის გამო მივეცით “ოცნებას” ხმა; მის სახელს უკავშირდება ევროკავშირთან ყველა აქტივობა” – რას შესჩივიან “ოცნების” ამომრჩევლები ღარიბაშვილს?
ახალი ამბები

“დააბრუნეთ ირაკლი; მის გამო მივეცით “ოცნებას” ხმა; მის სახელს უკავშირდება ევროკავშირთან ყველა აქტივობა” – რას შესჩივიან “ოცნების” ამომრჩევლები ღარიბაშვილს?

20:39 10-12-2026
“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026

ბიზნესი

კომერციული ფართები
ახალი ამბები

10+ იდეა, თუ რა ბიზნესი უნდა გახსნა სხვადასხვა ლოკაციაზე – კომერციული ფართების ლაიფჰაკები

20:33 10-12-2026
ტახტი სათავსოთი
ახალი ამბები

როგორ შევარჩიოთ ტახტი სათავსოთი

18:59 10-12-2026
თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა

14:13 10-12-2026
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

12:36 10-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved