ოპოზიციონერმა დეპუტატის, გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიას განცხადებით, ის ნაციონალურ მოძრობაში ადამიანს ეძებს, რომელიც სააკაშვილის ჩამოსვლაზე დაენიძლავება იმაზე, რომ რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა.
„ნაციონალურ მოძრაობაში ადამიანს ვეძებ, რომელიც ახლა მაინც დამენაძლევება, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა. ვენიძლავები 100 მილიონ ქართულ დოლარზე, გირჩისვალუტაზე. შეიძლება, ჩამოვიდეს, მაგრამ რისკის ნაწილია. დღეს „პორშეს“ ვათამაშებთ და თუ ჩამოვა, პორშეთი შესაბამის ადგილას მივიყვანთ. გათამაშების გამარჯვებულს ერთადერთ პირობას ვუდებთ, რომ თუ სააკაშვილი ჩამოვა, ერთი დღით პორშე გვათხოვოს, რომ სააკაშვილს მოვემსახუროთ. ციხემდე პორშეთი ვერ მიაცილებ, იქ სხვა მანქანით დადიან. საუბარია, რომ ამ ადამიანს ციხე კი არა, ტრიუმფი ელოდება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
კომენტარები