• რეკლამა
  • კონტაქტი
18:30, პარასკევი, 27 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ი-პატონებს თუ არა სირსკი და გახდება თუ არა ზალუჟნი ეიზენჰაუერი?” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
18:30 02-09-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
244
აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:
ი-პატონებს თუ არა სირსკი და გახდება თუ არა ზალუჟნი ეიზენჰაუერი ?
—————————————-
პრეზიდენტმა ზელენსკიმ უმძიმესი და ძალიან სარისკო გადაწყვეტილება მიიღო. ვალერი ზალუჟნის გადაყენებით მან უკან დასახევი გზა მოიჭრა. თუ გაუმართლა, მისი პოზიცია შეურყეველი გახდება; თუ არა, გამანადგურებელი ფიასკოთი დაასრულებს პოლიტიკურ კარიერას.
ჰქონდა თუ არა არჩევანი პრეზიდენტს?
მას შემდეგ, რაც გენერალმა ზალუჟნიმ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება დაიწყო და ზელენსკის პოლიტიკურ ნიადაგზე დაუპირისპირდა, პრეზიდენტს სხვა გამოსავალი აღარ დარჩა, გენერალი უნდა წასულიყო. ობიექტურად, ომში მყოფი შეიარაღებული ძალების სარდალი არ უნდა საუბრობდეს უცხოურ პრესასთან თავისი არმიის პრობლემებზე და კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა აყენებდეს იმ ამოცანას, რის შესასრულებლადაც ქვეყანა იბრძვის. ცხადია, არსებობს მორალური ფაქტორიც, რის გამოც ზალუჟნიმ ეს ნაბიჯი გადადგა. იგი შეეცადა თავისი ჯარისკაცების სიცოცხლის დაზოგვას და ქვეყნის დაცვის პასუხისმგებლობის თანაბრად გადანაწილებას უკრაინის მთელ მოსახლეობაზე. ნამდვილად ღირსეული მიზეზია; მაგრამ იყო კი ტაქტიკურად სწორად შესრულებული? ალბათ არა. გენერალს შეეძლო თავისით გადამდგარიყო და პრეზიდენტთან დაპირისპირება პოლიტიკურ კულუარებში დაეტოვებინა. ეგზისტენციალურ კრიზისში მყოფ ქვეყანას არ სჭირდებოდა ასეთი დრამის გათამაშება მსოფლიოს ავანსცენაზე.
ზალუჟნიმ ნებით თუ უნებლიედ სამხედრო სივრციდან პოლიტიკაში გადაინაცვლა და ზელენსკის პოლიტიკურ ველზე დაუპირისპირდა. 500 ათასი ახალწვეულის მობილიზება და ქვეყანაში ტოტალური საომარი მდგომარეობის გამოცხადება, ყველა შესაბამისი შედეგით, თავად ზელენსკის ისედაც შერყეულ პოპულარობას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა. პრეზიდენტს ასეთი რისკის გაწევა არ შეეძლო. მხოლოდ სუბიექტური მიზეზები ამოძრავებდა ზელენსკის? ცხადია არა. არავინ იცის დანამდვილებით, რამდენად ეფექტური იქნებოდა წინა ხაზზე ეს 500 ათასი გაუწვრთვნელი, ცუდად მოტივირებული, ომში იძულებით წაყვანილი ჯარისკაცი. გარდა ამისა, პოლიტიკოსმა ზელენსკიმ მეომარ ზალუჟნიზე უკეთ იცის, რა პოლიტიკურ-ეკონომიკური შანსები აქვს უკრაინას ომის გასაგრძელებლად და შემდგომი დახმარებების მისაღებად. პრეზიდენტიც ცდილობს თავისი მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენას. მისი პასუხისმგებლობა სცილდება შეიარაღებულ ძალებს და მთელ ქვეყანას მოიცავს. ამრიგად, მორალურად ორივე მართალია, ზელენსკიცა და ზალუჟნიც. იურიდიულად კი სიმართლე პრეზიდენტის მხარეზეა; სუბორდინაციის დამრღვევი უნდა დაისაჯოს.
დიდი ალბათობით ზალუჟნი აღარ მიიღებს მონაწილეობას აქტიურ სამხედრო ოპერაციებში. სამაგიეროდ, მას დიდი შანსი აქვს პოლიტიკაში დაწინაურების; მითუმეტეს, თუ პრეზიდენტის ვა-ბანკი ფიასკოს განიცდის, რისი შანსიც ძალიან მაღალია. გახდება თუ არა სარდალი ზალუჟნი დუაიტ ეიზენჰაუერივით პრეზიდენტი, ამას დრო გვიჩვენებს, მანამ კი საომარ არენაზე გენერალი სირსკი გამოდის; საბჭოთა სამხედრო სისტემის მიერ გაწვრთვნილი ოფიცერი, რომელსაც თავისი პიროვნული და ტაქტიკური ღირსებებით გენერალ პატონს ადარებენ. სირსკი ცივი და პრაგმატული სამხედროა; ყოველგვარი სენტიმენტებისაგან დაცლილი. ის არ ერევა პოლიტიკაში; თანახმაა იბრძოლოს იმ მოცემულობით, რაც ხელთა აქვს. შეძლებს თუ არა უკრაინელი პატონი ფრონტის ხაზზე სიტუაციის არსებითად შეცვლას? ალბათ ვერ. ზალუჟნის შეფასებები სამწუხაროდ უაღრესად ობიექტური და რეალისტური იყო. ამჟამინდელი რესურსებით პრეზიდენტის მიერ დასახული ამოცანის შესრულება და უკრაინის ტერიტორიის მტრისაგან გაწმენდა შეუძლებელია.
დიდი ალბათობით, სირსკის ტაქტიკა იქნება აქტიური თავდაცვის გაგრძელება და დროის მოგება, სანამ საერთაშორისო პოლიტიკური სიტუაცია გაირკვევა. ამ ამოცანის შესრულება მას მხოლოდ არსებული რესურსებით მოუწევს, ამიტომ განსაკუთრებით სარისკო ოპერაციებს ადგილი ალბათ არ ექნება, მიუხედავად იმისა, რომ სირსკისაგან გარკვეულ თავზეხელაღებულობას ელიან. ზელენსკის გაუჭირდება მასზე ზეწოლის მოხდენა, რადგან სარდლის სხვა კანდიდატურა პრაქტიკულად აღარ ჰყავს. ბუდანოვი ძალიან ჭკვიანია იმისათვის, რომ ასეთი პასუხისმგებლობა აიღოს თავზე.
დროის მოგება ზელენსკისაც სჭირდება. მან თავისი პოლიტიკური კაბინეტის მაქსიმალური მობილიზაცია უნდა მოახდინოს და პარალელურად, პოლიტიკური მეტოქეებიც გაანეიტრალოს. არჩევნებზე საუბარი მალე ისევ განახლდება და ფრონტზე არსებული სიტუაცია ამაში გადამწყვეტ წვლილს შეიტანს.
თეგები: ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved