• რეკლამა
  • კონტაქტი
20:16, სამშაბათი, 30 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჰორმუზის სრუტე კვლავ დაიბლოკა — ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულობა ისევ გამწვავდა

ალია ავტორი - ალია
11:26 04-19-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
125

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საზღვაო გზის, ჰორმუზის სრუტის მუშაობის აღდგენის მიმართ გაჩენილი მოკლევადიანი იმედის შემდეგ, ვითარება კვლავ გაუარესდა და 24 საათზე ნაკლებ დროში მკვეთრად შეიცვალა, წერს CNN.

პარასკევს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ სრუტე სრულად გაიხსნება და აღნიშნა, რომ ირანი კოორდინაციას გაუწევს საზღვაო მარშრუტებს. თუმცა მოგვიანებით დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან ირანის პორტების ბლოკადა გაგრძელდება „სრული სიმძლავრით“ მანამ, სანამ ირანთან „შეთანხმება“ არ დასრულდება.

მხოლოდ ერთ დღეში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა  განაცხადა, რომ სრუტე კვლავ დაბლოკა, მიზეზად კი აშშ-ის მხრიდან ირანის პორტების მიმდინარე ბლოკადა დაასახელა.

„ორმუზის სრუტესთან მიახლოება შეფასდება როგორც მტერთან თანამშრომლობა და ნებისმიერი გემი, რომელიც წესებს დაარღვევს, დევნას დაექვემდებარება“, — ნათქვამია ჰუშაგთა კორპუსის განცხადებაში.

შაბათს ირანის სამხედროებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ კომერციული გემებისთვის ტრანზიტი მკაცრად შეიზღუდება მანამ, სანამ აშშ-ის ბლოკადა გაგრძელდება. ამის დასტურად, ომანის სანაპიროსთან ახლოს ორი გემი დაიბომბა, ხოლო ტანკერის კაპიტნის თქმით, პირველ შეტევაზე პასუხისმგებელი ირანული კატერები იყვნენ.

თავის მხრივ, დონალდ ტრამპი ამტკიცებდა, რომ ირანთან მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიმდინარეობს, თუმცა აშშ შანტაჟს არ დაემორჩილება. ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ განაცხადა, რომ თეირანი განიხილავს აშშ-ის „ახალ წინადადებებს“, თუმცა პასუხი ჯერ არ გაუცია.

გარდა სრუტით ნავიგაციის საკითხისა, მხარეები კვლავ შორს არიან შეთანხმებისგან ირანის გამდიდრებული ურანის გადაცემისა და გატანის, ასევე მიმდინარე გამდიდრების პროგრამის საკითხებზე. ამასთან, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ვადა სამ დღეში ეწურება, ხოლო ტრამპმა აღნიშნა, რომ არ იცის, გაგრძელდება თუ არა ის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved