• რეკლამა
  • კონტაქტი
06:30, პარასკევი, 10 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციაზე 300 მომიტინგე დააკავეს – ფოტოები

ალია ავტორი - ალია
17:50 05-27-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

ჰონგ-კონგში ჩინეთის ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტების საპროტესტო აქციაზე, სადაც ათასობით ადამიანი იღებდა მონაწილეობას, სპეცრაზმმა აქციის დასაშლელად წიწაკის ტყვიები ისროლა.

ჰონგ-კონგის პოლიციის განცხადებით, ქალაქის სამ რაიონში, უმეტეს შემთხვევაში, არალეგალურ შეკრებაში მონაწილეობის გამო, დაახლოებით, 300 აქტივისტი დააკავეს.

“გაათავისუფლეთ ჰონგ-კონგი! ჩვენი დროის რევოლუცია”; “ჰონგ-კონგის დამოუკიდებლობა ერთადერთი გამოსავალია” – ამ სლოგანებს ჰონგ-კონგელები საპროტესტო აქციაზე გაიძახდნენ.

Embedded video

ჰონგ-კონგის ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტებთან ერთად, მომიტინგეები კიდევ ერთ კანონპროექტს აპროტესტებდნენ, რისი მიღების შემთხვევაშიც ჩინეთის ჰიმნის უპატივცემულობა დასჯადი გახდება.

მისი დამტკიცების შემთხვევაში მათ, ვინც ჰიმნს შეურაცხყოფს $6 450 ოდენობის ჯარიმა ან 3-წლამდე პატიმრობა დაემუქრებათ. ამავე კანონპროექტის მიხედვით ჰონგ-კონგის სკოლებში სავალდებულო გახდება მისი სწავლება.

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები მიმდინარე თვეს განახლდა, რისი მთავარი მიზეზი ჩინეთის გეგმაა მიიღოს ახალი კანონები ჰონგ-კონგში, რომელიც აკრძალავს სეცესიას, ნებისმიერ საგარეო ჩარევას, ტერორიზმს და ყველა ქმედებას, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების დამხობისკენ იქნება მიმართული. პეკინს ახალი კანონებით ჰონგ-კონგში უსაფრთხოების სააგენტოების დაარსება შეეძლება. ამ ყველაფრით კი ჰონგ-კონგს, რომელსაც 1997 წლის “ერთი ქვეყანა, ორი სისტემის” შეთანხმებით, ავტონომია გარანტირებული უნდა ჰქონდეს, საფრთხე ემუქრება. ჩინეთის ეს ქმედება იქნება პასუხი გასულ წელს ჰონგ-კონგის მასშტაბურ პროდემოკრატიულ აქციებზე ჰონგ-კონგის თავისუფლებისთვის და პეკინის გაზრდილი წნეხის საწინააღმდეგოდ.

24 მაისს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ, ჩინეთის მიერ ჰონგ-კონგის ახალი ეროვნული უსაფრთხოების კანონპროეტების შესახებ განაცხადა, რომ ისინი ქალაქის მაღალი ხარისხის ავტონომიაზე, ჰოგ-კონგში მცხოვრებლების უფლებებსა და თავისუფლებებზე და ინვესტორთა ინტერესზე გავლენას არ იქონიებს. 

მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მიმართულია იმ მოქმედებების მიმართ, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებას. მისივე განცხადებით, ჰონგ-კონგის საკითხი ჩინეთის შიდა საქმეა და საგარეო ჩარევას არ აიტანს.

ვანგ იმ ხალხს უთხრა, რომ მათ დარდის ნაცვლად მეტად უნდა სჯეროდეთ ჰონგ-კონგის მომავალი სტაბილურობის.

პეკინის საპირისპიროდ, დემოკრატიის მომხრე კანონმდებლები ამბობენ, რომ ეს “ჰონგ-კონგის სიკვდილი იქნება”.

24 მაისს ჰონგ-კონგში ჩინეთის ახალი კანონპროექტების საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმმა მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ჰონგ-კონგში ხელისუფლების სათავეში პეკინის მომხრე უმრავლესობაა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს მძლავრი რეაქცია ექნება, თუ ჩინეთი თავის გეგმას მიჰყვება და ჰონგ-კონგის ახალ ეროვნული უსაფრთხოების კანონებს მიიღებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანის, მაიკ პომპეოს, განცხადებით, ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, გავლენას იქონიებს ტერიტორიის სპეციალურ ეკონომიკურ სტატუსზე. ევროკავშირმა ჩინეთს მოუწოდა, პატივი სცეს ჰონგ-კონგის ავტონომიას.

ტაბულა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved