12:12, ოთხშაბათი, 2 სექტემბერი, 2026

Latest Post

ირაკლი ღარიბაშვილი – პანდემიის დამარცხების გზა მხოლოდ ვაქცინაციაზე გადის, აცრა გვიცავს სიკვდილისგან

ირაკლი ღარიბაშვილი – პანდემიის დამარცხების გზა მხოლოდ ვაქცინაციაზე გადის, აცრა გვიცავს სიკვდილისგან

პანდემიის დამარცხების გზა მხოლოდ ვაქცინაციაზე გადის, აცრა გვიცავს სიკვდილისგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაცხადა, სადაც, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხელ ჩხენკელსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, ვაქცინაციის პროცესს გაეცნო. ვაქცინაციის ცენტრში მოქალაქეებს აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ცოცხალი რიგის პრინციპით შეუძლიათ. რეგიონში იმუნიზაციის მიმდინარეობასა და მოქალაქეების აქტივობაზე ინფორმაცია პრემიერ-მინისტრს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ მიაწოდა. მისი განმარტებით, უკვე ადმინისტრირებულია 98 ათასზე მეტი დოზა ვაქცინა და მოსახლეობის 15% ერთი დოზით მაინც აცრილია. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 10 ამცრელი ბრიგადა მუშაობს, რომლის დღიური გამტარობა 800-1000 პაციენტია, ხოლო რეგიონის მასშტაბით 60 ამცრელი ბრიგადა ოპერირებს. მთავრობის მეთაური მოქალაქეებსა და ამცრელ ბრიგადებს გაესაუბრა, რომელთა შორის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც არიან და ხაზი გაუსვა ვაქცინაციის მნიშვნელობას. პრემიერმა  მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში და ენდონ მეცნიერებს და მეცნიერებას, ვინაიდან ვაქცინა სრულიად უსაფრთხოა.

“დისკომფორტი არ მაქვს ვინმე თუ მითვალთვალებს… ვიცი ადამიანები, რომლებიც ასეთ დავალებებს იძლევიან და ადამიანები, რომლებიც დავალებებს იღებენ” – გიორგი გახარია

“დისკომფორტი არ მაქვს ვინმე თუ მითვალთვალებს… ვიცი ადამიანები, რომლებიც ასეთ დავალებებს იძლევიან და ადამიანები, რომლებიც დავალებებს იღებენ” – გიორგი გახარია

გიორგი გახარია: „მე არანაირი დისკომფორტი არ მაქვს ვინმე თუ მითვალთვალებს - სამწუხარო ის არის, რომ სახელმწიფო რესურსი იხარჯება ამაში.“ გიორგი...

“ასე გადაყავს ბაზრობიდან სახლისკენ საღამოობით მოხუცი მოვაჭრეები…” – ანა მიქაძე

“ასე გადაყავს ბაზრობიდან სახლისკენ საღამოობით მოხუცი მოვაჭრეები…” – ანა მიქაძე

ანა მიქაძე-ჩიკვაიძე, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს: "ასე გადაყავს ბაზრობიდან სახლისკენ საღამოობით მოხუცი მოვაჭრეებიმოძრაობა უფასო ტაქსი ატაცებულლლ გვარს მერე...

როდის შეიძლება დაიწყოს საქართველოში მოზარდების ვაქცინაცია – თამარ გაბუნიას განმარტება

როდის შეიძლება დაიწყოს საქართველოში მოზარდების ვაქცინაცია – თამარ გაბუნიას განმარტება

როდის შეიძლება დაიწყოს საქართველოში მოზარდების ვაქცინაცია - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ისაუბრა. „ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები...

“ზვიადაურის დაკავება ნაჩქარევია, რადგან საქმე გვაქვს (ამ ეტაპზე) მოგერიების ფარგლებში სიცოცხლის მოსპობასთან” – ალექსანდრე კობახიძე

“ზვიადაურის დაკავება ნაჩქარევია, რადგან საქმე გვაქვს (ამ ეტაპზე) მოგერიების ფარგლებში სიცოცხლის მოსპობასთან” – ალექსანდრე კობახიძე

ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე: "ვფიქრობ, ზურაბ ზვიადაურის დაკავება ნაჩქარევად იქნა გადაწყვეტილი, რადგან საქმე გვაქვს ( ამ ეტაპზე) მოგერიების ფარგლებში სიცოცხლის მოსპობასთან....

გვერდი 20377 27447 1 20,376 20,377 20,378 27,447