• რეკლამა
  • კონტაქტი
22:59, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„იმ საქმისა და წამოწყებისა არ მჯერა, რასაც გიგა ბოკერია უდგას სათავეში“ – დავით ჭიჭინაძე

ალია ავტორი - ალია
20:47 09-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება  პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.

– ბატონო დათო, საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა ევროკავშირის მიერ გამოყოფილი სესხის ტრანშსზე – 75 მილიონ ევროზე. ჩვენ ეგ ფული არ გვჭირდებაო, ხელისუფლებამ განაცხადა, ეგრე  არ გვიჭირსო. დასავლეთმა ეს ერთგვარ  შეურცხყოფად მიიღო. დასავლეთი განაწყენებულია ჩვენზე და შესაძალოა, რომ ხელი შეუწყონ ქვეყანაში ვითარების გამწვავებას არჩევნებამდე ან არჩევნების შემდეგ, ოპოზიციის დახმარებით არეულობამდე მიიყვანონ  საქმე და  რევოლუციური ტალღა ააგორონ?

– ჯერ ეს ვთქვათ – ირაკლი ღარიბაშვილმა მას შემდეგ განაცხადა უარი სესხის აღებაზე, როდესაც ევროპული საბჭოს  პრეზიდენტს, შარლ მიშელს და ევროსტრუქტურების სხვა  გავლენიან წარმომადგენლებს,  უკვე ნათქვამი ჰქონდათ, რომ თუ საქართველომ არ შეასრულა ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებები, უპირველესად, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, სესხის  პირველ ტრანშს არ მივცემთო. ამ 75 მილიონ ევროზე იყო ლაპარაკი და ეს ხელისუფლება შარლ მიშელთან ძლივს  მიღწეული შეთანხმების  შესრულებას არც აპირებდა, არც სასამართლო რეფორმის კუთხით და არც სხვა მხრივ. ამ თანხის ნაწილი უნდა მოხმარებოდა სასამართლოს რეფორმას.  გამოვიდა, რომ ღარიბაშვილმა დაასწრო ევროკავშირს და უარი თქვა იმ სესხზე, რომელსაც მაინც არ აძლევდნენ. თუმცა, მაინც ისე გამოვიდა, რომ სესხზე უარი საქართველოს მთავრობამ თქვა. ეს იყო არასერიოზული  ნაბიჯი ჩვენი მთავრობის მხრიდან. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს „ქართული ოცნების“ არასახელმწიფოებრივ მიდგომას.  მაგათ ჰგონიათ, რომ საგარეო სესხები და დახმარებები, პირდაპირ მათთვის არის განკუთვნილი და არა ხალხისთვის. მაგათ  რა უფლება აქვთ, ის რაც ევროკავშირისგან ხალხისთვის მოდის, იმაზე უარი თქვან? თან იმ დროს, როდესაც თავად ვერაფერს აძლევენ ხალხს?!  პრაქტიკულად, ჩვენ კიდევ ერთხელ გავხდით მოწმენი იმისა, რომ „ქართული ოცნებისთვის“, მხოლოდ და მხოლოდ, საკუთარი ინტერესებია  მთავარი და ქვეყნისა და ხალხის ინტერესები საერთოდ არ აინტერესებთ. ხელისუფლება იმაზე უნდა მუშაობდეს, რომ ხალხის ცხოვრების დონემ  აიწიოს და ამ საყოველთაო და უპრეცენდენტო სიდუხჭირის ჟამს აცხადებენ, 75 მილიონი ევრო არ გვჭირდებაო. ეს ხომ ერთი ტრანში არ იყო? ეს იყო რამდენიმე მილიონიანი დახმარების ნაწილი და გამოვიდა, იმ დახმარებზე საერთოდ უარი თქვეს. ამ სესხებით ვსულდგმულობთ, გვინდა თუ არა და ცუდია თუ კარგია, ეს ფაქტია. უამრავი საგარეო ვალი გვაქვს და მისი დიდი ნაწილი, ამ ხელისუფლებამ აიღო. ამ ვალების გადახდის დრო როდესაც მოვა, არავინ არაფერს გვაპატიებს,  ბოლო ცენტამდე მოგვთხოვენ  ყველა ვალს და გვეტყვიან, თუ ასეთი  მდიდრები ხართ, ადექით და გადაიხადეთო. არადა,  ვალების  ნაწილის  ჩამოჭრა  და ზოგჯერ მთლიანად პატიება, გაჭირვებული ქვეყნებისთვის  ჩვეული პრაქტიკაა. ამას აკეთებენ ცალკეული სახელმწიფოებიც, ევროკავშირიც  და საერთაშორისო  ფინანსური ინსტიტუტებიც. ეს შანსი, პრაქტიულად, მოუსპეს ქვეყანას. ამ ვალების გადახდისას ესენი ხელისუფლებაში აღარ იქნებიან, მაგრამ ჩვენ მოგვიწევს დრულად გადახდა, როდესაც, მინიმუმ, შეგვეძლო მათი ნაწილი არ გადაგვეხადა. ან რაიმე სასიცოცხლო აუცილებლობისთვის ახალი ვალის აღება რომ დაგვჭირდეს, აღარ მოგვცემენ, ყველა ამ ფაქტს გაგვახსენებს. თუ მოგვცეს, ჯერ ბევრს გვახვეწნინებენ, მერე მაღალ პროცენტში მოგვცემენ და პოლიტიკურ ან სხვა სახის ვალდებულებებსაც მოაყოლებენ. ეს იყო ქვეყნის მტრობა, მეტი არაფერი. თუმცა, ესენი ხომ შორს არ იხედებიან, მოკლე ვადით ცხოვრობენ და გრძელი, პერსპექტიული გათვლები არ გააჩნიათ. სულელები არიან, ისე წარმოაჩინეს, ვითომ ძალიან მაგრები არიან. ოღონდ არჩევნები გადააგორონ, სხვა არაფერი აინტერესებთ. არჩევნების მერე რომ უმძიმესი სოციალური და ეკონომიკური რეალობა დადგება, იმას რას უპირებენ?  აი, ეს არის პრობლემა. 3 მილიარდი მოიპარეს და 75 მილიონი რაღა მოსაპარია მაგათთვის. ეტყობა,  ეცოტავათ და არ უღირდათ გასაყოფად.

რაც შეეხება დასავლეთის მხრიდან ოპოზიციისთვის ხელშეწყობას, რომ აქ არეულობა და რევოლუციური პროცესები აგორდეს, ამის იმედი ნურავის ნუ ექნება. ევროპასაც და ამერიკასაც სტაბილური სამხრეთ კავკასია და საქართველო  სჭირდება, იგივე უნდა რუსეთსაც. კიდევ იმას ვიტყვი, რომ ზოგიერთებს იმედი აქვთ, საქართველოში რუსეთისა და დასავლეთის სერიოზული დაპირისპირებისა. ესეც ცრუ იმედია. ევროპის ქვეყნებიც და ამერიკაც, შესანიშნავად თანამშრომლობენ რუსეთთან, უამრავი საერთო ინტერესი და საქმეები აქვთ და  ჩვენს გამო, საკუთარ სახელმწიფოებრივ ინტერესებზე არავინ იტყვის უარს. მით უფრო მას შემდეგ, რაც  ამერიკას არახისტი საგარეო პოლიტიკა აქვს და ავღანეთიდან ამერიკის  ჯარების გამოყვანა ამის კიდევ ერთი დასტური იყო.

– ოპოზიცია ისევ ალაპარაკდა გაერთიანებაზე, არჩევნებში საერთო  მაჟორიტარი კანდიდატებზე. რამდენად შესაძლებელია, რამდენად მოხერხდება ეს?

– ჯერჯერობით, არ ვიცი. ჩვენ სადაც გვქონდა ოპოზიციასთან მოლაპარაკება, არსად არაფერი დაგვითმეს. ერთადერთი, ლანჩხუთის რაიონში არ დაგვიყენეს კანდიდატურები. თუმცა, იქ გიორგი გახარიას პარტიამ დააყენა საკუთარი კანდიდატურა. ისე, სიმართლე გითხრა, იმ საქმისა და წამოწყებისა არ მჯერა, რასაც გიგა ბოკერია უდგას სათავეში.

თეგები: დავით ჭიჭინაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved