22:52, სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026

Latest Post

სახელმწიფო ყოველთვის მზად არის, მხარი დაუჭიროს რეგიონებში საწარმოების განვითარებას, რაც თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობას უზრუნველყოფს – ირაკლი ღარიბაშვილი

სახელმწიფო ყოველთვის მზად არის, მხარი დაუჭიროს რეგიონებში საწარმოების განვითარებას, რაც თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობას უზრუნველყოფს – ირაკლი ღარიბაშვილი

სახელმწიფო ყოველთვის მხარს დაუჭერს მსგავს საწარმოებს, რათა მოხდეს რეგიონების ეკონომიკური განვითარება, რაც თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საფუძველია, - ამის...

პრემიერ-მინისტრმა კასპში, საწარმო „მეტეხის კერამიკა“ დაათვალიერა

პრემიერ-მინისტრმა კასპში, საწარმო „მეტეხის კერამიკა“ დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კასპში, საწარმო „მეტეხის კერამიკაში“ იმყოფებოდა. პრემიერ-მინისტრს საწარმოს შესახებ ინფორმაცია კომპანიის დირექტორმა დავით კაკაბაძემ გააცნო. საწარმოში 2015 წელს, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობით დაწყებული რეკონსტრუქციის შედეგად, დაინერგა ფართოფორმატიანი კერამიკული ბლოკების წარმოება, გაუმჯობესდა პროდუქციის ხარისხი და გაიზარდა მოცულობა. 2019 წელს სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საწარმომ გამოუშვა 25 სახეობის პროდუქცია. საწარმოს წარმადობა 2015 წლიდან დღემდე 50-60 პროცენტითაა გაზრდილი და წელიწადში 10 მლნ აგურს შეადგენს. ამასთან, საწარმო, მოთხოვნის ზრდიდან გამომდინარე, 2022 წლისთვის აპირებს გამოუშვას 15 მლნ აგური. რეკონსტრუქციის შედეგად განხორციელებულმა ინვესტიციამ 3 მლნ ლარამდე შეადგინა. კომპანიას დაუფინანსდა საბანკო კრედიტის პროცენტი დაახლოებით 403,000 ლარის ოდენობით. სულ საწარმოში დასაქმებულია 150 ადამიანი. საწარმო ენერგოხარჯების შემცირების მიზნით მზის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს. პროექტის ღირებულება 2,5 მლნ ლარია, საიდანაც პროგრამის "აწარმოე საქართველოში" მიერ გაწეული დაფინანსება 2,1 მლნ ლარია. მზის პანელების მონტაჟი 2021 წლის ოქტომბერში დაიწყება. პრემიერ-მინისტრთან ერთად კომპანია “მეტეხის კერამიკა” დაათვალიერეს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ვიცე-პრემიერმა, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა.

ვებგვერდი, სადაც საიდუმლო ფაილები აიტვირთა, ამერიკაშია რეგისტრირებული

ვებგვერდი, სადაც საიდუმლო ფაილები აიტვირთა, ამერიკაშია რეგისტრირებული

ფოტო - ტვ პირველი ვებგვერდი, სადაც სავარაუდოდ, სუს-ის  საიდუმლო ფაილები აიტვირთა, ამერიკაშია რეგისტრირებული. საიტის შექმნაც და მასალების ატვირთვაც  12 სექტემბერს ტელევზიებში...

“სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაქცეულ და გაუბედურებულ კაცს ამას რომ გამომიგზავნი…” – რა სქრინს აქვეყნებს ჯამბულ გამცემლიძე

“სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაქცეულ და გაუბედურებულ კაცს ამას რომ გამომიგზავნი…” – რა სქრინს აქვეყნებს ჯამბულ გამცემლიძე

2008 წელს მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა, ჯამბულ გამცემლიძე: "მე რომ სმს-ს გამომიგზავნი ნიკა მელია აირჩიეო ჭკუა ხომ უნდა გეყოს, სააკაშვილის...

“ბატონო ღარიბაშვილო, ხართ დარწმუნებული, რომ მტკიცებულებები არ არსებობს როგორ ებრძვით ეკლესიას?” – ინგა გრიგოლია

“ბატონო ღარიბაშვილო, ხართ დარწმუნებული, რომ მტკიცებულებები არ არსებობს როგორ ებრძვით ეკლესიას?” – ინგა გრიგოლია

 ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია "ტვ პირველის" ეთერში ამბობს: "ესენი, ეს თავხედები, გვიბრუნდებიან და გვეუბნებიან, რომ ეს ძველმა ხელისუფლებამ ჩაწერა, ეს საიდუმლო...

გვერდი 19938 27601 1 19,937 19,938 19,939 27,601