• რეკლამა
  • კონტაქტი
17:22, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჰოდა, რა გაგიკვირდათ და რაზე აღშფოთდით? რას ელოდით?“ – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
18:37 01-22-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,451
ყოფილი პარლამენტარი, დავით ზურაბიშვილი:
„ვუსმინე ირაკლი რუხაძესთან ინტერვიუს და მართალი გითხრათ ცოტა დაბნეული ვარ იმ რეაქციით, რაც ამ ეთერს მოჰყვა.
არაფერი ამ კაცს არ უთქვამს ისეთი, რასაც ყოველდღე არ ლაპარაკობენ შალვა რამიშვილი თავისი ბაჩო და გურით, გოგა ხაინდრავა, ღია აბაშიძე, ზაზა შათირიშვილი, ედიშერ გვენეტაძე და ა. შ., მოკლედ, მთელი სახელისუფლო პროპაგანდა. საქართველოს რომ ტყუილად ერჩიან დასავლეთიდან, ეკონომიკა რომ აყვავდა, ბიძინა რომ ჭკვიანურ პოლიტიკას ატარებს რუსეთის მიმართ და ამით მშვიდობას უზრუნველყოფს, დემოკრატია რომ გვაქვს და ვიღაცას თუ გამჭვირვალობა არ უნდა, ეს რომ ცუდია, სააკაშვილის რეჟიმის რევანშის საფრთხე რომ არსებობს, სახელმწიფო გადატრიალებას თუ აწყობს ოპოზიცია ის რომ დასასჯელია, ისევე როგორც პოლიციელებზე თავდასხმა და ა. შ და ა. შ., ეს ყველაფერი პირველად გაიგო ვინმემ? დავიჯერო ხელისუფლების მომხრე არ გყავთ სადმე ნაცნობ-მეგობრებში და არ გილაპარაკიათ მასთან?
ჰოდა, რა გაგიკვირდათ და რაზე აღშფოთდით? რას ელოდით? პუწინ ნაშ პრეზიდენტო, იმას იტყოდა, ევროპას რუსეთი ჯობია და ნეტა ხვალ ჩელიაბინსკში გავიღვიძოთო, თუ რას?
რუხაძემ რაც ილაპარაკა, ეს ოპოზიციური აუდიტორიისთვისაა სიახლე, თორემ გადართეთ იმედზე, რომელსაც ის ვითომ არ უყურებს და ნახავთ, რომ იგივე ნარატივ-მესიჯები ნიაღვარივით მოედინება ყოველდღე. მოედინება ყოველგვარი წინაღობის გარეშე, რადგან მთელი სახელისუფლო პროპაგანდა დიდწილად დაფუძნებულია ცალმხრივობასა და პოლარიზაციაზე,
სხვა თემაა, რომ მარტო ხელისუფლება კი არაა მონოლოგის რეჟიმში, არამედ ოპოზიციური ფლანგი და ოპოზიციური მედიის მეინსტრიმიც, რაც ცალსახად არის ძალიან ცუდი, რადგან ამ შემთხვევაში პოლარიზაცია გარდუვალია და პოლარიზაციის დროს კი უპირატეს მდგომარეობაში ისაა, ვისაც მეტი ფინანსური და მატერიალური რესურსი აქვს. მარტივად რომ ვთქვა, პოლარიზაცია ხელისუფლებისთვის უფრო ხელსაყრელია. ბოლო-ბოლო ის ერთია და შესაბამისად უფრო მიზანმიმართული, ოპოზიცური აზრი კი ბევრი, სხვადასხვანაირი და შესაბამისად გაბნეული.
ეს ვითარება არის აუცილებლად გამოსასწორებელი და ამისთვის საჭიროა დებატების რეჟიმი მაქსიმალურად ყველგან და ყველა ფორმატში. პირადად მე ვფიქრობ, ქვეყანაში ისეთი პოლიტიკური სიტუაციაა, იმდენად ცხადია სადაა სიმართლე და სად ტყუილი, რომ ნებისმიერი ფორმის დებატი ხელისუფლებისთვის წამგებიანია. ამიტომ ნუ დავტოვებთ ხელისუფლებას მარტო, რადგან ის მარტო თავისთავთან კი არ რჩება, არამედ ხალხთან.“
თეგები: დავით ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved