• რეკლამა
  • კონტაქტი
13:46, ხუთშაბათი, 5 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჰოდა, პატივცემულო ხელისუფლებავ, ფორმალურო და არაფორმალურო! იფეთქებს ეს ყველაფერი. აუცილებლად იფეთქებს“ – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
22:26 03-07-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
394

პარალმენტის ყოფილი წევრი, დავით ზურაბიშვილი:

„რასაც მე ვუყურებ უკრაინაში ომის ფონზე, ასეთი რადიკალური განსხვავება ხალხის და ხელისუფლების პოზიციებს შორის არცერთი ხელისუფლების დროს არ მახსოვს.
ხალხი ცალსახად, ყოველგვარი მაგრამების და თუმცაღების გარეშე არის უკრაინის მხარეს, გულშემატკივრობს უკრაინელი ხალხის გმირულ ბრძოლას რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ.
ხელისუფლების უმაღლესი რანგის პირები კი ამ დროს ხან პარლამენტის დადგენილებაში ვერ ბედავენ რუსეთის ხსენებას, ხან ქართველ ხალხზე ზრუნვად ასაღებენ სანქციებზე უარის თქმას, ხან დოჟდის ჟურნალისტს არ უშვებენ საქართველოში, ხან რუსულ ბაზარზე რძე და ყველის შეტანას გვიცხადებენ ქართველი მეწარმეების ოცნებად და ხან საერთოდ იმასაც ვერ ამბობენ, ომი რუსეთმა დაიწყო თუ უკრაინამ. კიდევ კარგი სააკაშვილი ციხეში ზის, თორემ ალბათ იმას დააბრალებდნენ! ჰო, და კიდევ სავიზო რეჟიმის მოთხოვნა რუსეთთან თურმე ქსენოფობია და საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობა ყოფილა, რის გამო სპეციალური კანონის მიღებითაც კი დაგვემუქრნენ, ალბათ რუსის ცუდად ხსენებაზე ჯარიმა დაწესდება ან სულაც დაგვიჭერენ.
მოკლედ, საქართველოს მთავრობა იქცევა როგორც ტიპიური კოლაბორაციონისტი და ქვეყნის ინტრესების გამყიდველი და ამას არ შველის საერთაშორისო სტრუქტურებში რუსეთის წინააღმდეგ ხმის მიცემები. ეს უფრო უკანდასახევი გზის დატოვების მცდელობას ჰგავს, ყოველი შემთხვევისთვის. ძირითადი ხაზი კი არის ის, რასაც ლაპარაკობენ ღარიბაშვილი, კობახიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომლის გვარიც მგონი პირველად გავიგეთ და რასაც ვერ ამბობს რიჟვაძე. ერთი პრეზიდენტი ლაპარაკობს ნორმალურად ამ თემაზე, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ხელისუფლებაში მას არაფერი ეკითხება.
ჰოდა, ახლა დიდად არ ჩავუღრმავდები ამგვარ სამარცხვინო და უღირს ქმედებათა მოტივაციებს, საიდან მოდის ეს, რატომ მოდის და ა. შ. და ვიტყვი მხოლოდ ერთს: როცა ხალხის განწყობასა და ხელისუფლების პოზიციას შორის ასეთი დონის ანტაგონიზმია, ეს ადრე თუ გვიან აუცილებლად იფეთქებს და იფეთქებს ძალიან ცუდად ხელისუფლებისთვის. კი, ჯერჯერობით ხელისუფლების მომხრეთა რაღაც ნაწილი კიდევ იტყუებს თავს და სიმხდალე და უღირსობა სიფრთხილესა და გონიერებაში ცდილობენ გაიყვანონ, მაგრამ უკვე უჭირთ თავის მოტყუებაც და ცოტა ხანში არანაკლებ განრისხებულებს ვნახავთ მათაც.
ჰოდა, პატივცემულო ხელისუფლებავ, ფორმალურო და არაფორმალურო! იფეთქებს ეს ყველაფერი. აუცილებლად იფეთქებს. ბუნების კანონია ასეთი: ზამბარას რაც უფრო შეკუმშავ, მით მეტი ძალით გაიშლება. არ შეიძლება ხალხის განწყობის დაკიდება და მით უმეტეს ამ განწყობის საპირისპირო გზით სიარული და კიდევ გამოღმა დამუნათებები. ამით ისეთ ხალხს გადაიკიდებთ ბოლოს, თავად რომ ვერ წარმოგიდგენიათ ახლა და სანამ დროა აზრზე მოდით და ხიდზე გადით, იმ ხიდზე, ჯერ კიდევ რომ არ დაგიწვავთ დასავლეთთან, თორემ მოიწევთ ძალიან სერიოზულ რისხვას და “ნაცი, ნაცის” ძახილი აღარ გიშველით მერე.“
თეგები: დავით ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება

15:54 11-04-2026
სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა
ახალი ამბები

სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა

13:12 11-04-2026
თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved