ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა:
„დიახ, „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა ევროინტეგრაცია. მაშინ, როდესაც თქვენ დეზინფორმაციით ხელს უშლიდით საქართველოს, რომ ასოცირების შეთანხმებაზე მოეწერა ხელი, ჩვენი ქვეყნის სახელით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი ამ დოკუმენტს. ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ ცდილობდით ვიზა – ლიბერალიზაციის პროცესისთვის შეგეშალათ ხელი და ცდილობდით, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში არ შეეყვანათ ევროკავშირის ქვეყნებს. ეს ჰიბრიდული ომიც წააგეთ საქართველოს წინააღმდეგ და საქართველო ევროკავშირის ქვეყნებმა აღიარეს როგორც უსაფრთხო ქვეყანა“,
კომენტარები