• რეკლამა
  • კონტაქტი
14:28, ოთხშაბათი, 22 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჰერჩინსკი რუსეთის დაზვერვის განცხადებას “აღმაშფოთებელ სიცრუეს“ უწოდებს

ალია ავტორი - ალია
18:46 02-28-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
149

რუსეთის საგარეო დაზვერვის პროპაგანდისტულ განცხადებას, თითქოს, ევროკავშირი გეგმავს, საქართველოს საპროტესტო აქციის მონაწილეებს დღეში 120 ევრო გამოუყოს,  EU-ს ელჩი საქართველოში “აღმაშფოთებელ სიცრუეს“ უწოდებს და ამბობს, რომ რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ჰერჩინკის თქმით, რუსეთი ჰიბრიდულ ოპერაციებს ახორციელებს მთელ მსოფლიოში-ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში, სირიაში, ასევე მოლდოვასა და საქართველოში.

“არ ვიცი, რა მიზანს ემსახურება რუსეთის პროპაგანდა“, – ამბობს ჰერჩინსკი.

“კარგად ვიცით, რომ რუსეთი ჰიბრიდულ ოპერაციებს ახორციელებს მთელ მსოფლიოში-ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში, სირიაში, ასევე მოლდოვასა და საქართველოში და კიდევ ბევრ სხვა ქვეყანაში, მათ შორის ჩვენს საკუთარ სახელმწიფოებშიც.

არ ვიცი, რა მიზანს ემსახურება რუსეთის პროპაგანდა ასეთი აშკარა სიცრუის გავრცელებით, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის აღმაშფოთებელი სიცრუე, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან.

რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ დღეს შევხვდი ბევრ ადამიანს-ჩვეულებრივ მოქალაქეებს, რომლებიც პოლიტიკისგან ძალიან შორს არიან და პირადად ძალიან ემოციური იყო.  ბევრმა მათგანმა სოლიდარობა გამომიცხადა. ერთმა ქალბატონმა კი მითხრა, რომ, როცა ტელევიზიით ჩემზე თავდასხმები მოისმინა, ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს, მისი ოჯახის წევრს ესხმოდნენ თავს. ამან ძალიან შემძრა და გულწრფელად მადლობელი ვარ მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის.

საქართველოში სიტუაცია უკიდურესად რთულია და გულწრფელად იმედს ვიტოვებ, რომ ქართველები იპოვიან ამ სიტუაციიდან გამოსავალს“, – ამბობს ჰერჩინსკი.

რუსეთი საქართველოსა და EU-ზე მორიგ პროპაგანდისტულ განცხადებას ავრცელებს. პუტინის დაზვერვა ირწმუნება, რომ ევროკავშირი გეგმავს, საქართველოს საპროტესტო აქციის მონაწილეებს დღეში 120 ევრო გამოუყოს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

სილქნეტი აგრძელებს პროექტის “მსახიობები ლიტერატურისთვის” მხარდაჭერას
ახალი ამბები

სილქნეტი აგრძელებს პროექტის “მსახიობები ლიტერატურისთვის” მხარდაჭერას

12:30 04-22-2026
„გააცოცხლე“ – თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ახალი ამბები

„გააცოცხლე“ – თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა

12:06 04-22-2026
25 აპრილი – დიდი ფასდაკლების დღე „არქი იასამნების“ პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?
ახალი ამბები

25 აპრილი – დიდი ფასდაკლების დღე „არქი იასამნების“ პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?

15:08 04-21-2026
“არქი”, #1 დეველოპერული საქართველოში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია
ახალი ამბები

“არქი”, #1 დეველოპერული საქართველოში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია

13:55 04-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved