• რეკლამა
  • კონტაქტი
23:23, შაბათი, 27 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჰელსინკის კომისია: ოცნება ღიად ანტიდასავლურია და რუსეთთან უფრო და უფრო მეგობრული ხდება

ალია ავტორი - ალია
03:03 10-19-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
151

მზადება რუსეთისგან მომავალი გრძელვადიანი საფრთხეებისთვის – ამ სათაურით ანგარიშს შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია აქვეყნებს. დოკუმენტში ვრცლადაა საუბარი საქართველოს შესახებ. ჰელსინკის კომისიამ ქვეყანა 49-ჯერ მოიხსენია.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რუსეთის გრძელვადიანი საფრთხის ეფექტურად წინააღმდეგობისთვის, ყოვლისმომცველი, მდგრადი სტრატეგია უნდა მიიღოს: “რუსეთი განიხილავს შავ ზღვას, როგორც სასიცოცხლო ზონას ძალაუფლების ასამაღლებლად, ხმელთაშუა ზღვაზე წვდომის გასაკონტროლებლად და მეზობლებზე გავლენის განსახორციელებლად”. 

ჰელსინკის კომისია ასევე წერს, რომ რუსეთს, საქართველოსა და უკრაინაში, კონფლიქტების გაღვივება სურს, მათი მიზანი კი NATO-ში გაწევრიანებაა.

“ამასობაში, საქართველოში, “ქართული ოცნების” მთავრობამ ახლახან მიიღო ღიად არალიბერალური და პრორუსული კანონი, რომელიც მისი მოსახლეობის დიდწილად პროდასავლურ სურვილებს ეწინააღმდეგება”, – წერს კომისია.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში ახლა “რთული ვითარებაა”. ისინი ასევე წერენ, რომ ქვეყანა, წლების განმავლობაში, განიხილებოდა, როგორც პროდასავლური მტკიცე სახელმწიფო სამხრეთ კავკასიაში, რომელსაც ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება სურდა: “თუმცა, ბოლო დროს, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა ღიად ანტიდასავლური და არალიბერალური პოზიცია გამოაჩინა. ეს ცვლილება გამოჩნდა ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების დარბევებით და მჭირდო კავშირებით რუსეთთან”.

აქვე, ჰელსინკის კომისია წერს, რომ ხელისუფლების ამ ანტიდასავლური ნაბიჯების მიუხედავად, ქართველი ხალხის უმრავლესობა მტკიცედ პროევროპული და პრო-NATO რჩება, რაც მათი თქმით, ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის განხეთქილების მთავარი მიზეზია. ამ კონტექსტში ანგარიშის ავტორები 2024 წლის გაზაფხულზე ქვეყანაში რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტს იხსენებენ და წერენ იმასაც, რომ “ეს მდგომარეობა რეგიონში ფუნდამენტურ არასტაბილურობას ქმნის – [საქართველოს] მთავრობა ღიად ანტიდასავლურია და ის სულ უფრო მეტად მეგობრული [ხდება] რუსეთის მიმართ, რასაც მოსახლეობა ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება”.

აღნიშნულ ანგარიშში ჰელსინკის კომისია ასევე ამბობს, რომ საქართველოში პოლიტიკური ცვლილებები შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. “საქართველოს მთავრობის სწრაფვამ პრორუსული პოზიციისკენ, ასევე, მზარდმა არალიბერალურმა საშინაო პოლიტიკამ გამოიწვია შეშფოთება ვაშინგტონსა და დასავლეთის სხვა დედაქალაქებში… შეერთებულმა შტატებმა უნდა მიიღოს ორმაგი სტრატეგია, რომელიც მოიცავს ორივეს: საქართველოს მთავრობისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას დემოკრატიულ უკანდახევაზე და დასავლურ ინსტიტუტებთან ღრმა ინტეგრაციის მექანიზმების უზრუნველყოფაზე”. 

ანგარიში სრულად

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved