• რეკლამა
  • კონტაქტი
08:23, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჰამასმა” ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია – ტერორისტებს ჯარისკაცები და მოქალაქეები ერთად გაუსწორდნენ

ალია ავტორი - ალია
17:45 11-30-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
445

იერუსალიმში სამოქალაქო პირებზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია “ჰამასმა” აიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.

გავრცელებულ განცხადებაში “ჰამასი” მიესალმება ტერორისტული აქტის მომწყობი ძმების, მურად და იბრაჰიმ ნიმერების მიერ განხორციელებულ თავდასხმას და წერს, რომ ძმები “ჯიჰადის მოწამეები” არიან.

“ჰამასის” განცხადებას ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი, იტამარ ბენ გვირი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ ტერორისტული აქტით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვა.

“ერთი ხელით “ჰამასი” ხელს აწერს ცეცხლის შეწყვეტას, მეორე ხელით კი ტერორისტებს აგზავნის, რათა იერუსალიმში ებრაელები დახოცოს. ეს არ არის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, არამედ ეს არის გაგრძელება [ტერორისტული თავდასხმების] შეკავებისა და დათმობის კონცეფციისა, რომელმაც ადამიანების ხოცვა მოგვიტანა. ეს კი ეს სინვარს [ჰამასის ლიდერი იაჰია სინვარი ]იმედს აძლევს, რომ ამ კონფლიქტიდან გამარჯვებული გამოვა.

ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეშმაკთან მოლაპარაკებები და დაუყოვნებლივ დავუბრუნდეთ ბრძოლას”, – ამბობს მინისტრი.

თავდასხმა იერუსალიმის შესასვლელთან დღეს, ადგილობრივი დროით 7:40 საათზე, განხორციელდა, რომლის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაიჭრა. შეიარაღებულმა ტერორისტებმა იერუსალიმის შესასვლელთან ავტობუსის გაჩერებაზე სამოქალაქო პირებს გაუხსნეს ცეცხლი. მათ საპასუხო ცეცხლი ორმა ჯარისკაცმა და შეიარაღებულა მოქალაქემ გაუხსნეს. ორივე ტერორისტი ადგილზევე მოკლეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved