• რეკლამა
  • კონტაქტი
05:18, სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჰამასმა“ აღიარა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა, აშშ მას ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს – ზურაბ ბატიაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:19 05-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
86

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში ზურაბ ბატიაშვილი ისრაელში განვითარებულ მოვლენებს, “პალიტრანიუსთან” აფასებს:

„ეს შეტაკებები დაიწყო წმინდა ადგილის გარშემო, როდესაც ისრაელის პოლიციამ დააკავა არაბი ახალგაზრდები. ამას მოჰყვა შეტაკებები, დაშავდა ათეულობით პოლიციელი ისრაელის მხარეს და ასეულობით ახალგაზრდა პალესტინის მხარეს. ამ დაკავებებს და შეხლა-შემოხლას ალაქსარის მეჩეთთან მოჰყვა რაკეტების გამოშვება ღაზას სექტორიდან, რომელსაც ისრაელმა უპასუხა. 1050 რაკეტა იყო გაშვებული ბოლო 38 საათის განმავლობაში. ამდენი რაკეტა არასოდეს ყოფილა ისრაელის მიმართულებით გამოყენებული.

რაც შეეხება შუამავლობის საკითხს, ეგვიპტემ ტრადიციულად სცადა ამ როლის შესრულება, თუმცა არ გამოვიდა იქედან გამომდინარე, რომ ორივე მხარე საბრძლოდაა განწყობილი. ისრაელის ისტორიას თუ შევხედავთ, ის არის ქვეყანა, რომელიც ასეთ ქმედებებს უპასუხოდ არ ტოვებს და ახლაც, გუშინ ღამე დაიწყო საკმაოდ ინტენსიური დაბომბვები ღაზას სექტორის, მათ შორის იბომბება ყველა ის პუნქტი, სადაც არის ეჭვი, რომ განთავსებული არიან მებრძოლები, ისევე როგორც საცხოვრებელი სახლები „ჰამასის“ წარმომადგენლების. „ჰამასს“ მოგეხსენებათ, ისრაელი, შეერთებული შტატები და კიდევ არაერთი ქვეყანა ტერორისტულ ორგნიზაციად აღიარებს და ექცევიან იმგვარად, როგორც საერთაშორისო დონეზე ტერორისტულ ორგანიზაციებს ექცევიან ხოლმე. აქ ისიც გასათვალისწინებელი ფაქტორია, რომ „ჰამასი“ არის ორგანიზაცია, რომელმაც თავის დროზე აღიარა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა. ასე რომ, ბევრი განზომილება აქვს ამ მიმდინარე კონფლიქტს.

ახლა რა შთაბეჭდილებაც მექმნება, ჯერჯერობით არც ისრაელი არის მზად იმისთვის, რომ სამშვიდობო შეთანხმებაზე წავიდეს, იმიტომ, რომ დაიბობმა ისარაელის ქალაქები, დაიხოცა ისრაელის მოქალაქეები და გარკვეულწილად მას აქვს ვალდებულება, პასუხი გასცეს ამ ქმედებებს. იგივე ხდება პალესტინა – „ჰამასის“ მხრიდანაც, რომელიც ფიქრობს, რომ სათანადო პასუხი ჯერ არ გაუცია ისრაელისთვის. ამიტომ როდესაც ორივე მხარე კუნთებზე იყურება, ძალიან ძნელია საუბარი სამშვიდობო პროცესზე. ვფიქრობ, რომ ეს ამბავი ადვილად ვერ დასრულდება“

თეგები: ზურაბ ბატიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა

14:06 08-17-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved