• რეკლამა
  • კონტაქტი
04:14, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჰაერის დაბიძნურება, გაურკვეველი საჭმელი და დიდი სტრესი – აი მთავარი ვირუსი“ – გიორგი კეკელიძე

ალია ავტორი - ალია
14:24 02-01-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს:

„მეგობრებო და ძვირფასო ჟურნალისტებო, მე, ამ დიდად ჰიპოქონდრიკ კაცს თუ ამის დაწერა მომიხდებოდა, ძნელად წარმოვიდგენდი. კორონა არის ვირუსი, რომელიც ატიპურ პნევმონიას იწვევს და შედარებით ახალი. სამწუხაროდ, ძველ ატიპურ პნევმონიებსაც ეწირებიან ადამიანები – ისინი, ვისაც სუსტი იმუნიტეტი და გვერდითი პათოლოგიები აქვს. პრევენცია და ნიღაბი გრძელ გზაზე სასურველია, მაგრამ ასეთი არაადეკვატური პანიკა ძალიან არალოგიკურია – ვაქცინაც მალე იქნება და მკურნალობის მეთოდები შემუშავებულია. ეს საშინელი, აპოკალიპტური სტატიები სკაფანდრიანი ექიმების სურათებით და კონსპირაციული მოსაზრებებით, მხოლოდ იმ გათვლით, რომ ისედაც ათასი დარდით დაზაფრული ბევრი ადამიანი ნახავს, ცოტა მავნებლური საქმე მგონია. ჯერ ხომ ხალხს გულს უხეთქავს და მერე ირიბად, ასე დასანან ქსენოფობიასაც აღვივებს. აქ მაინც ვეცადოთ, რომ ინფორმაცია ზუსტი და არაემოციური იყოს. და საერთოდ, ეს ორი უკიდურესობაც დასაძლევია – წესით დამკრძალავ ბიუროს რომ უნდა ვურეკავდეთ, მაშინ ვაკითხავთ ექიმს და ახლა..
P.S.
ისე, თუ რამე არის საგანგაშო და ასეთი ერთსულოვანი სიფხიზლე სჭირდება, ლამის ეპიდემიად ქცეული ონკოლოგიური დაავადებებია. როცა თურქული ავიახაზით ვმგზავრობ, ბარემ შვიდი-რვა ახალი ავადმყოფი მემგზავრება იქაური კლინიკებისკენ მიმავალი. ჰაერის დაბიძნურება, გაურკვეველი საჭმელი და დიდი სტრესი – აი, ყოველდღიური და შეუმჩნეველი მთავარი ვირუსი“, – წერს სოციალურ ქსელში კეკელიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved