• რეკლამა
  • კონტაქტი
03:39, კვირა, 9 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჰაერი „ფეხმძიმედაა“ ცვლილებებით, უნდა „ვამშობიაროთ“ – ნიკა გვარამია

ალია ავტორი - ალია
00:26 02-24-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,096

მთავარი არხის დამფუძნებელი და დირექტორი, ნიკა გვარამია, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, ხალხის ძალის კანონპროექტზე საუბრობს და ამბობს:

რასაც ვურჩევდი სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, ისაა, რომ არ დაიწეროს „აგენტი“ და გადავიდეს დაუმორჩილებლობაზე. მე რომ გარეთ ვიყო, არც ავდგებოდი ეთერიდან და არც აგენტად გამოვაცხადებდი ჩემს თავს. რაც უნდათ, ის ექნათ. დამაჯარიმებდნენ – არ გადავიხდიდი. ღირსების შემლახავია ეს კანონი და ღირსება კიდევ აღუდგენელია.

შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოშიც გავასაჩივრებდი და საქმის გადაწყვეტამდე მოვითხოვდი კანონის მოქმედების შეჩერებას სწორედ აღუდგენელი ზიანის შეუქცევადი შედეგის რისკის საფუძველზე. თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს სავალდებულო მოქმედება აქვთ ქართულ იურისდიქციაში, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოსთვისაც. სტრასბურგს კი ეს კანონი ევროკონვენციასთან შეუსაბამოდ აქვს გამოცხადებული. თუ საკონსტიტუციო არ განიხილავს საქმეს დროულად და არ მიიღებს შეჩერების წინასწარ გადაწყვეტილებას, გავრისკავდი და სტრასბურგის სასამართლოს მივმართავდი დროებითი ღონისძიების მოთხოვნით. მაღალია ალბათობა, რომ სტრასბურგის სასამართლომ კანონის მოქმედება შეაჩეროს, რაც წარმოუდგენელი პრეცედენტი იქნება არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ევროპული დემოკრატიისთვისაც.

უკრაინის გმირულმა ბრძოლამ უკვე დაახარისხა ყველაფერი შავთეთრად, თუმცა საქართველოს საკითხი ავტომატურად ვერ გადაწყდება. ჩვენ თავად უნდა მოვიპოვოთ თავისუფლება და ევროპული ოჯახის წევრობა. ქვეყანაში ისეთი ატმოსფეროა, რასაც გერმანულად dicke luft – “სქელი ჰაერი” ქვია. ქართულად უფრო სწორია, თუ ვიტყვით „ფეხმძიმე ჰაერს“. ნამდვილად, ჰაერი „ფეხმძიმედაა“ თავისუფლებითა და ცვლილებებით. უბრალოდ, უნდა „ვამშობიაროთ“ . ამას გამბედაობა, თანმიმდევრულობა, ბევრი შრომა და გონიერება სჭირდება, მოწინააღმდეგის კარგად ცნობაც.

სწორად უნდა გვესმოდეს, რომ საქმე ისე კი არ არის, როგორც „ოცნება“ პროპაგანდირებს – მიშას გამო დასავლეთი უსამართლოდ გვჩაგრავს და სტატუსს არ გვაძლევსო. პირიქით, „ოცნება“ ასე სწორედ იმიტომ ექცევა, რომ ევროპამ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი.

„დასავლეთი გვჩაგრავს და სუვერენიტეტს გვიზღუდავს“ არის და იქნება „ოცნების“ გენერალური პროპაგანდისტული ხაზი მომავალი არჩევნებისთვის. ამ პროპაგანდას რომ რელევანტურობა შეუნარჩუნდეს, „ოცნებისთვის“ სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სტატუსი არ გვქონდეს. შესაბამისად, ავტორიტარიზმი სულ უფრო დამძიმდება, დღევანდელ ცუდს ხვალინდელი უარესი გადაფარავს. ესაა ივანიშვილის ტაქტიკური ქარგა (პატერნი). ამიტომაც, ცალკეულ ტაქტიკურ გამოვლინებებს კი არ უნდა ვსდიოთ, სტრატეგია უნდა ჩამოვაყალიბოთ. სხვა ყველაფერი ივანიშვილის მოძრავი სამიზნეებისკენ ყურადღების გადატანაა, ნაცვლად მთავარ სამიზნეზე – საკუთრივ რეჟიმზე მთელი რესურსების მობილიზაციისა.

ივანიშვილი დაუსრულებლად „ყრის“ საპროტესტო თემებს – დიდსა თუ მცირეს. მნიშვნელოვანია თუ ნაკლებად, შედეგად იღებს იმას, რომ ცალკეულ პოლიტიკურ თუ სამოქალაქო ჯგუფებს მიაქვთ ეს თემები, ახდენენ ამ თემებზე პროტესტის ავტორიზაციას და ექსკლუზიური წვრილი თუ საშუალო პროტესტების გენერირებას. ამგვარი პროტესტების მიმართ კი რეჟიმი მარტივად და სწრაფად ადაპტირებს და დაღლის ტაქტიკით და პროპაგანდით საბოლოოდ ანადგურებს. თუ დასჭირდა საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად, რომ რეჟიმი კონსტრუქციულია, მას უნდა ველაპარაკოთ, მისთვის არაეგზისტენციალურ საკითხებზე ცალკეულ პროტესტებს „ამარჯვებინებს“ (სანდრო სულაბერიძის ამბავი და ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი მახსენდება ამის მაგალითად).

საბოლოოდ, ეს Russian Playbook-ის მეთოდები პროტესტის და განსხვავებული აზრის მართვის, იწვევს საზოგადოების ატომიზაციას, ეფექტიანი კოლექტიური წინააღმდეგობის გრავიტაციული კერის არარსებობას, განცდას, რომ რეჟიმის წინაშე მარტო ხარ და უძლური, რომ რეჟიმი მუდმივია და მოცემულობაა, რომელსაც ან უნდა საზღვარგარეთ გაექცე, ან შეეგუო. პროტესტის ჯერ რუტინიზაცია, შემდეგ რუტინის დამორჩილება პროპაგანდის, მოსყიდვის და განსაკუთრებით საშიშთა იზოლაციით – ეს არის არა მარტო კონკრეტული პროტესტის განადგურების გზა, არამედ პროტესტის უპერსპექტივობის განცდის გაჩენა. არა მხოლოდ განცდის, ემპირიული გამოცდილების დაგროვება.

კლასიკური დიქტატურებისგან განსხვავებით, თანამედროვე ავტოკრატები, პროტესტის ძალისმიერი ჩახშობის ნაცვლად, რასაც საპასუხო წინააღმდეგობის გაჩენის დიდი პოტენციალი აქვს, იყენებს პროტესტის სურვილის გაქრობის ტაქტიკას, მის საინფორმაციო თუ ემოციურ ცვეთას. ყველა პროტესტი ცვეთადია. ნუ გვეგონება, რომ რომელიმეს განსაკუთრებული რეზისტენტულობა აქვს – გინდ საკითხის ირგვლივ მობილიზაციის, თუ გინდ წარმმართველი აქტორების ირგვლივ მობილიზაციის თვალსაზრისით, ერთნაირად არ მუშაობს – “გვარამიას გათავისუფლება ყველას საქმეა, რადგან ევროინტეგრაციას ამის გარეშე ვერ შევძლებთ“ (თემატური მობილიზაცია) ისევე, როგორც „პოლიტიკოსების ადგილი ტრიბუნაზე არაა, მარტო აპარტიული ხალხი გამოვა“ (სუბიექტების ირგვლივ მობილიზაცია).

საქართველოს მთავარი ჩიხი რუსეთია და იქ მალე ვიქნებით, თუ არ ვიბრძოლეთ ყველამ ერთად. რომ გვესმოდეს, ჩვენი, საბჭოთა კავშირში დაბადებული თაობების ამოცანაა ევროკავშირის წევრი საქართველო გადავაბაროთ დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულ თაობებს, ანუ მათ, ვინც ამ ქვეყანას რუსეთისკენ არასდროს წაიყვანს.

სრულად

 

 

თეგები: ნიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved