• რეკლამა
  • კონტაქტი
15:16, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჰააგაში მალე იზეიმებს ქართული სიმართლე –წულუკიანი გოჩა ლორთქიფანიძის ჰააგის მოსამართლედ არჩევაზე

ალია ავტორი - ალია
14:21 12-19-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

“გუშინდელი გამარჯვებით კიდევ ერთხელ ვივსები იმედით, რომ ჰააგაში მალე იზეიმებს ქართული სიმართლე, ქართველი ჯარისკაცის, ჩვენი დევნილების, ანწუხელიძის, სოფრომაძის და სხვების სიმართლე, რომელსაც აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოზე თავდასხმა, ქართველების დევნა, წამება და მკვლელობა ჰქვია!” – ამის შესახებ იუსტიციის ყოფილი მინისტრი, თეა წულუკიანი სოციალურ გვერდზე წერს.

„ვულოცავ საქართველოს და ჩვენს მომავალ თაობებს ჰააგის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სასამართლოში პირველად ქართველი მოსამართლის არჩევას. გუშინ, ღამით, ნიუ-იორკში ჩატარდა კენჭისყრის პირველი ორი ტური, რომელთა შედეგადაც, ბრიტანელი კანდიდატი და ქართველი გოჩა ლორთქიფანიძე აირჩიეს.

ამ სასამართლოში, ქვეყნებს არ აქვთ თავიანთი ადგილი (კვოტა) და კანდიდატები მსოფლიოს სხვა ქვეყნების კანდიდატებს ეჯიბრებიან. დანარჩენი ოციოდე კანდიდატი ორშაბათიდან გააგრძელებს მომდევნო ტურებში ბრძოლას დარჩენილი ადგილებისთვის.

ეს სასამართლო აგვისტოს ომის საქმეს იძიებს! გუშინდელი გამარჯვებით კიდევ ერთხელ ვივსები იმედით, რომ ჰააგაში მალე იზეიმებს ქართული სიმართლე, ქართველი ჯარისკაცის, ჩვენი დევნილების, ანწუხელიძის, სოფრომაძის და სხვების სიმართლე, რომელსაც აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოზე თავდასხმა, ქართველების დევნა, წამება და მკვლელობა ჰქვია!

გოჩა, გილოცავ!

მადლობა ჩვენს ყველა ელჩს, ვინც ამ წარმატებისთვის ბევრი იშრომა, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს და სამინისტროს“, – წერს თეა წულუკიანი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved