რეჟისორი, გიორგი თავართქილაძე, ტვ პირველთან ამბობს:
ესეც შესაძლებლობაა ჩვენთვის, რომ აქ წაიტეხოს კისერი რეჟიმმა. მაგრამ ჩვენ ვართ ერთი ნაბიჯით კიდევ უკან, ვიდრე ვიყავით როდესაც გზაზე დგომა აგვიკრძალეს და ჩვენი ფუნდამენტური გამოხატვის უფლება წაგვართვეს. ჩვენ უნდა ვყოფილიყავით გზაზე, ჩვენ უნდა გადავსულიყავით ყოველდღიურად იქ ბევრი, მაგრამ არ უნდა გადავსულიყავით ის რაოდენობა, რაც მათ ე.წ. კანონს საშუალებას მისცემდა ჩავეთვალეთ ჩვენ სანქცირებულად, ჩვენი მოქმედება სანქცირებულად ჩაეთვალა და ეთქვა, რომ აქ კანონის მოქმედების შესაძლებლობა ამოწურულია. მე ვისურვებდი კიდევ უფრო ცოტა ადამიანი გადასულიყო იმიტომ, რომ იმ ე.წ. კანონს ურტყამდა და ამსხვრევდა ზუსტად 5-10 ადამიანის გადასვლა. ასი ათასი ადამიანის გადასვლა იქნებოდა ჩვეულებრივად ნებადართული.
მე ვისურვებდი მაგალითად და შეიძლება მე ასეც მოვიქცე, რომ ტროტუარზე კი არ დავუპირისპირდები ამ ე.წ. და ვაი კანონს, მე შევეცდები ერთი ნაბიჯით გადავუსწრო მას და მე მგონია, რომ გზაზე უნდა გადავიდეთ ისევ. ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ ყველგან, ჩვენი სხეულებით ამ შეზღუდვებს, იქ სადაც ისინი აღმოცენდებიან. ეს არის ერთადერთი გზა, ჩემი აზრით ცვლილების.”
ცნობისთვის, “შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ” საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებები “ქართული ოცნების” პარლამენტმა მესამე მოსმენით დღეს მიიღო.
ცვლილებების თანხმად, აქციის ჩასატარებლად შსს-დან ნებართვის აღება ხდება სავალდებულო.














კომენტარები