ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. გრიგორიადისმა სამმართველო რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
მეორედ ის პარლამენტის წინ დააკავეს. ლაზარე გრიგორიადისზე დაკავების დროს სამმართალდამცავებმა იძალადეს, ადვოკატის ინფორმაციით, მან გონებაც დაკარგა.
დიღმის მთავარი სამმართველოდან გამოსულმა ლაზარე გრიგორიადისმა სამართალდამცავბების მხრიდან ძალადობაზე ისაუბრა და თქვა:
მოულოდნელად დამაკავეს სრულიად, საერთოდ ვერ მივხვდით რაზე დაგვაკავეს. გზაში გვირტყამდნენ, გვცემდნენ, გვაგინებდნენ, გვიღებდნენ ამავდროულად.
ჩემი დაკავება მოხდა პარლამენტის წინ ვიდექი მეგობართან ერთად. წინიდან ვიღაცების დაჭერა დაიწყეს, ვეხმარებოდი რომ არ დაეჭირათ და ამ დროს შემითრიეს.
კომენტარები