• რეკლამა
  • კონტაქტი
11:57, კვირა, 1 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“GWP-მ წყლის მილი თვითონვე დააზიანა, მიატოვა და არც გვპასუხობს” – მოქალაქეების წერილები მერს

ალია ავტორი - ალია
03:26 04-04-2024
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,367

სოციალურ ქსელში, თბილისის მერიის ოფიციალურ გვერდზე, ყველაზე მეტი კომენტარი და პროტესტი ისევ სატრანსპორტო პოლიტიკას, ორმაგ სტანდარტს ბასლაინებთან დაკავშირებით, უკონტროლო მშენებლობებს, სიდუხჭირეს აპროტესტებს. თუმცა, წერენ სხვა პრობლემებზეც.

ერთ-ერთი მოქალაქე, წერს:

მოგმართავთ ქალქის მერიას როგორც პასუხისმგებელ ორგანოს, მიიღეთ ზომები ქალაქის წყლის მომარაგების კომპანიის მისამართით, ერთი კვირაა თემქაზე 9 კვ 22 კორპუსის მიმდებარედ თვითონ დააზიანეს სასმელი წყლის მილი და მიატოვეს, ამოდის წყალი მრავლობით ადგილას და იტბორება ზარს არ პასუხობენ, გთხოვთ დაგვეხმარო

მოქალაქის წერილს ნაძალადევის გამგეობა პასუხობს და წერს, რომ დაუკავშირდა კომპანია GWP-ს და მოხდება რეაგირება. გამგეობა არ წერს, რა უპასუხა კომპანიამ, ან რატომ დააზიანა მილი, ან რატომ არ დაიწყო მყისიერად აღდგენითი სამუშაოები, ან რატომ არ პასუხობენ მოქალაქეთა ზარებს. გამგეობა მოქალაქეს ტელეფონის ნომერს სთხოვს, თუმცა, გაუგებარია, რა საჭიროა მოქალაქის ტელეფონის ნომერი, როცა მითითებულია დაზიანების ადგილი, ან როგორ მოხდა, რომ მის რაიონში ქუჩა იტბორება ერთი კვირაა და არ აქვს ინფორმაცია.

ცნობისთვის, მოქალაქემ gwp-ის გვერდზეც გაავრცელა კომენტარი, 17 საათის წინ, თუმცა, მის კომენტარს სოციალურ ქსელში კომპანია არ გამოხმაურებია:

კიდევ ერთი მოქალაქე, რომლის სახლიც ერთხელ უკვე დატბორილა გზის გაუმართაობის გამო და ისევ დატბორვის საფრთხის ქვეშაა, წერს:

გამარჯობათ! თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ. ადგილობრივ გამგეობაში მივედით თხოვნით თუმცა, უშედეგოდ . მუხიანის დაჩებზე ვცხოვრობთ.

შარშან დავიტბორეთ გზიდან შემოგვივარდა წყალი, ძლიერი წვიმის დროს ახლაც არის მსგავსი საშიროება თუ არ გაკეთდება ჩვენ სახლთან გზა. ძალიან გთხოვთ მოგვაქციეთ ყურადღება.

იმედია, მოქალაქეს წინა დატბორვისგან მიყენებულ ზარალსაც აუნაზღაურებენ და გზასაც შეაკეთებენ, თორემ, თბილისის ერთ რაიონში, სამშენებლო კომპანიამ გზა რომ დააზიანა, მერი ბიზნესის დაზიანებულ გზას ბიუჯეტიდან აკეთებს და ამის შესახებ ზარზეიმითაც გვამცნო და რა გამოდის, ბიზნესი თუ გზას დააზიანებს, ჩვენი ფულით ვაკეთებთ და გაფუჭებული გზის გამო თუ სახლი  დაეტბორება მოქალაქეს.- იმას არც ბიუჯეტიდან ვაკეთებთ, ვერც ვხედავთ და არც გვაინტერესებს?

კიდევ ერთი მოქალაქის ცნობით, მარიჯანის ქუჩაზე კინაღამ ტრაგედია დატრიალდა. ყველაზე ადვილი მოსაწყობია სპორტული მოედნები, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ისიც კი არაა უსაფრთხოდ მოწყობილი:

მარიჯანის ქუჩაზე სპორტული მოედანი უხარისხოდ არის გაკეთებული, კალათბურთის ფარი ჩამოვარდა და კინაღამ ტრაგედია დატრიალდა!!!!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved