• რეკლამა
  • კონტაქტი
04:11, პარასკევი, 17 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გვსურს მორიგი დანაშაულების შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია” – რა 5 ფაქტი გაასაჯაროა მეზვრიშვილმა?

ალია ავტორი - ალია
15:27 08-25-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი:

„გვსურს საზოგადოებას საარჩევნო კანდიდატების და მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული მორიგი დანაშაულების შესახებ მივაწოდოთ ინფორმაცია. ხელისუფლება პრაქტიკულად იმ მეთოდებს იყენებს, რომლებიც ძალიან კარგად ახსოვს საზოგადოებას 2011-12 წლებში. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლება ცდილობს ეს გააკეთოს შეფარული მეთოდებით და სახე ამგვარად შეინარჩუნოს, თუმცა ეს ყველაფერი ბუნებრივია დაფარული ვერ დარჩება.


მუქარა-ზეწოლები ხორციელდება, როგორც კანდიდატების და მხარდამჭერების – ისე მათი ახლობლებისა და ნათესავების მისამართით.


პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს, გია სოლომნიშვილს რომელიც გურჯაანის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ ერთ-ერთ აიპში მუშაობს შემდუღებლად – დაემუქრნენ სამსახურიდან განთავისუფლებით, იმ შემთხვევაში თუ ეს ადამიანი არ შეწყვეტდა პარტიის მხარდაჭერას და პარტიის საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას .

პარტიის აქტიური მხარდამჭერის ყვარლის მერიის მთავარი სპეციალისტის ლევან ხუციშვილის მიმართ აქტიურად იყენებენ პოლიციას, რომელიც ფაქტიურად ეუბნება მხარდამჭერს, რომ პრობლემებს შეუქმნის მას.

პარტიის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური კოორდინატორის ლევან თათოშვილის დედის და დეიდის მიმართ განახორციელეს მუქარა-ზეწოლა, კერძოდ გუბერნატორმა დაიბარა ეს ადამიანები და სამსახურიდან წასვლა მოსთხოვა ლევანის აქტიური მხარდაჭერის გამო პარტიის მიმართ და უარის შემთხვევაში დაემუქრნენ რეორგანიზაციით გაშვებით.


იმერეთის რეგიონში დაფიქსირდა ერთ-ერთი შემთხვევა – მაჟორიტარობის კანდიდატს მერი დაემუქრა ბიზნესზე ზეწოლით და პარტიულ საქმიანობაზე უარის ართქმის შემთხვევაში პრაქტიკულად პირდაპირ უთხრეს, რომ აკაკი ბართაიას ბედს გაიზიარებდა.

კახეთის რეგიონში დაფიქსირდა ბიზნესზე ზეწოლის არაერთი შემთხვევა. ადგილობრივი ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ადამიანებს დაემუქრნენ ჩვენს პარტიაში გადმოსვლის შემთხვევაში ბიზნესისთვის პრობლემების შექმნით. თითოეულ ამ ქეისზე დღეს ჩვენი პარტიის ღირსეული წარმომადგენლები დეტალურად ისაუბრებენ.

მე არ შემიძლია განსაკუთრებული მხარდაჭერა გუნდის სახელით არ გამოვუცხადო აკაკი ბართაიას იმ გამბედაობისთვის, რომელიც მან გამოავლინა და მინდა დავპირდე მას გუნდის სახელით, რომ აუცილებლად ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ უკანონოდ დაკავებული აკაკი ბართაიას გათავისუფლებისთვის.

მინდა ხელისუფლებას მოვუწოდო – მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ამ უკანონო მეთოდების გამოყენება. მინდა სამართალდამცავი ორგანოების გასაგონად ვთქვა – ის, რასაც დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ და ის, რაც ყველა წინა ბრიფინგზე ვილაპარაკეთ – ყველაფერი დანაშაულის ნიშნების შემცველია და სამართლებრივ სახელმწიფოში ამას უნდა მოყვეს რეაგირება. ამაზე რეაგირება უნდა იყოს არა ისე, როგორც აკაკი ბართაიას საქმეზე მოყვა – დღემდე პროკურატურას ამ ფაქტზე – გამოძიება ადამიანის უკანონო დაკავებაზე, იარაღის ჩადებაზე და თავისუფლების უკანონო აღკვეთაზე – როდესაც სასამართლოდან ეს ადამიანი ციხის მიმართულებით მიჰყავდათ – არ დაუწყია.


ჩვენ ველოდებით ხელისუფლების მხრიდან რეაგირებას, ამ მოქმედებების შეწყვეტას და ჩვენი მხარდამჭერების გასაგონად მინდა ვთქვა – რომ ამ ყველაფერზე აუცილებლად ხმამაღლა უნდა ვილაპარაკოთ კიდევ უფრო აქტიურად, იმიტომ, რომ ეს არის გზა, რომელიც ხელისუფლებას აუცილებლად მიიყვანს დასასრულამდე – რა თქმა უნდა არჩევნების გზით“

თეგები: ნათია მეზვრიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები
ახალი ამბები

თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები

17:56 10-16-2025
საბანკო მომსახურება ურიგოდ – რა შესაძლებლობები აქვს თიბისის მობაილბანკს?
ახალი ამბები

საბანკო მომსახურება ურიგოდ – რა შესაძლებლობები აქვს თიბისის მობაილბანკს?

16:43 10-16-2025
15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი –  „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა.
ახალი ამბები

15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა.

14:39 10-16-2025
ისარგებლე თიბისის ახალი ფუნქციონალით- გადარიცხე თანხა სხვა ქვეყნის საკუთარ ბარათზე საკომისიოს გარეშე
ახალი ამბები

ისარგებლე თიბისის ახალი ფუნქციონალით- გადარიცხე თანხა სხვა ქვეყნის საკუთარ ბარათზე საკომისიოს გარეშე

14:17 10-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved