• რეკლამა
  • კონტაქტი
23:51, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, გვინდა გადავრჩეთ?!” – თამთა მეგრელიშვილი

ალია ავტორი - ალია
14:30 01-09-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
374

,,ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი ზაზა შათირიშვილის პოსტს ეხმაურება:

„ზაზა შათირიშვილის ყურადსაღები წერილი წავიკითხე, რომელსაც ძნელია არ დაეთანხმო როცა ხედავ, რომ ქვეყნის წამყვანი რელიგიური გაერთიანება მუდმივი თავდასხმის ობიექტია; რელიგიური უმცირესობები პროგრესის ეტალონებადაა წარმოჩენილი; ლგბტ პირი სხვა ადამიანებზე მეტ პატივისცემას და საყოველთაო აღფრთოვანებას იმსახურებს; გამოხატვის აბსოლუტური თავისუფლება იდეოლოგიის მიმდევარი უმცირესობის ექსკლუზიური პრივილეგიაა; ქვეყანაში კნინდება ყველა, ვისაც აქვს პოტენციალი, საზოგადოებისთვის განსაკუთრებულ ავტორიტეტად და მაგალითად იქცეს.( პატრიარქი,სპორტსმენი)
ფაქტია, როგორც ბატონი ზაზა აღნიშნავს, ტრადიციული ინსტიტუტების წინააღმდეგ ბრძოლა, აგრესიული ათეიზმის ახალი ტალღა, ლგბტ პროპაგანდა და ე.წ. ლიბერალური იდეოლოგიის სხვა გამოვლინებები ერთადერთ მიზანს – სახელმწიფოების ეთნიკური, რელიგიური და კულტურული იდენტობის მოშლას და ადამიანის არა ღვთის სახედ შექმნილ და ღირსების მატარებელ ინდივიდად, არამედ ზომბირებული კოლექტივის რიგით რგოლად ქცევას ემსახურება.

გვინდა გადავრჩეთ?!
მაშინ ლიბერალური იდეოლოგიისა და აგენტოკრატიის საფრთხეებთან დაპირისპირება ჩვენი ქვეყნის მთავარ ეროვნულ ამოცანად უნდა ვაქციოთ!
დიახ, საქართველო, რომელმაც ეროვნული, რელიგიური, კულტურული და სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობა სამი ათასწლეულის მანძილზე შეინარჩუნა, არ შეიძლება შეეწიროს რამდენიმე ოჯახის მიერ მოფიქრებულ გლობალურ, პოლიტიკურ და იდეოლოგიურ სქემებს!
საქართველო და ქართველი ხალხი მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, იმსახურებს ღირსეულ დამოკიდებულებას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.
იმსახურებს დაფასებას და აღიარებას რელიგიური, კულტურული და სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობით!
სწორედ ჩვენმა ტრადიციებმა, რელიგიამ, კულტურამ მოგვიყვანა დღემდე და შეგვინარჩუნა სახე.
ჩვენ ამ ფასეულობებზე ვდგავართ და სხვაგვარად არც შეგვიძლია.
მართალია სახელმწიფოებრიობის დაკარგვამ განაპირობა ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში მოკავშირის ძიებისა და სხვისი აზრის უპირობოდ მიღების ჩვევა, თუმცა მოკავშირეობაშიც არსებობს წესი:
მოკავშირემ არ უნდა წაგართვას ის, რის დასაცავადაც მოგყავს!
ჩვენ ჩვენი თვითმყოფადობის, ეროვნული იდენტობის, კულტურისა და რელიგიის დაცვით გვინდა ევროპულ ოჯახში ინტეგრაცია.
ყველამ გაიგოს და დაიმახსოვროს, რომ ჩვენ ჯერ ვირჩევთ ჩვენსას და მხოლოდ ამის შემდეგ სიფრთხილით ვიღებთ სხვისას.
ჩვენი ერის კულტურა რელიგიაში, თავად კულტურაში, ტრადიციებში ბევრი წამყვანი ქვეყნისათვისაც კი მისაბაძია.
ამას ჩვენივე მხრიდან აღიარება და დანახვა უნდა, მაგრამ ვაი რომ იმდენად ჩაგვფლეს ზღვარგადასული ლიბერალიზმის ტალახში, რომ იქედან თავის წამოწევაც კი გვიჭირს.
არადა დროა გამოვფხიზლდეთ და ჩვენი წილი მოსაგები ომი აქაც მოვიგოთ!“

თეგები: თამთა მეგრელიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved