• რეკლამა
  • კონტაქტი
14:28, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გვიკავშირდებიან ბენეფიციარები და გვიყვებიან ერთმანეთზე უფრო მძიმე ისტორიებს – ომბუდსმენი ნინოწმინდის პანსიონზე

ალია ავტორი - ალია
18:38 06-11-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი ანა ჩერნიშოვა ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის შესვლის აუცილებლობაზე საუბრობს. ჩერნიშოვა ​ მოუწოდებს როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტის, საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მხარი დაუჭირონ სახალხო დამცველს მისი ფუნქციების განხორციელებაში. 

“ხშირად რთულია იყო სახალხო დამცველი, რადგან სიმართლე, რომელსაც სახალხო დამცველი ამბობს, ყოველთვის არ არის მარტივი მისაღები და ასევე, მარტივი გამოსათქმელი, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის ფუნქციების შესრულება და მოვალეობის საფრთხის ქვეშ დაყენება ან კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ნებისმიერი მიმართულებით, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მთლიანად დემოკრატიას და ამავდროულად ზღუდავს მას.  

აქედან გამომდინარე, მინდა მოვუწოდო როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტის, მედიის, საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დაუჭირონ მხარი სახალხო დამცველს მისი ფუნქციების განხორციელებაში და ასევე, დაუყოვნებლივ მოხდეს სახალხო დამცველის შეშვება ნინოწმინდის სკოლაში,“– აცხადებს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი, ანა ჩერნიშოვა.

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას თქმით კი, ომბუდსმენის აპარატს არა ერთი სრულწლოვანი თუ არასრულწლოვანი პირი უკავშირდება, რომელიც ერთმანეთზე უფრო მძიმე ისტორიებზე საუბრობს. 

“მიმდინარეობს ძალიან სერიოზული ზეწოლა როგორც ყოფილი ბენეფიციარების, არასრულწლოვნების, ასევე სრულწლოვანი პირების მიმართ, რომლებმაც საკუთარი მძიმე გამოცდილების შესახებ ისაუბრეს სამართალდამცავ ორგანოებთან ან აპირებენ, რომ მისცენ ჩვენებები. თითქმის ყოველდღიურად, სახალხო დამცველის აპარატს, დღესაც, გუშინაც უკავშირდება ახალ-ახალი ბენეფიციარი, არასრულწლოვანი თუ სრულწლოვანი პირი, რომელიც გვიყვება ერთმანეთზე უფრო მძიმე ისტორიებს,“ – აცხადებს ნინო ლომჯარია.

გაერო გმობს ნინოწმინდის პანსიონში ომბუდსმენის არშეშვების ფაქტს და ბავშვებზე ძალადობას. გავრცელებული განცხადებით, ორგანიზაცია პანსიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. განცხადების თანახმად, სახალხო დამცველს უნდა ჰქონდეს ასეთ დაწესებულებებში ვითარების კონტროლის შეუზღუდავი შესაძლებლობა.

ამასთან, გაერო მნიშვნელოვნად აფასებს სასამართლოს გადაწყვეტილებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახში ან სხვა ტიპის დაწესებულებაში განთავსებასთან დაკავშირებით და იმედოვნებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გავრცელდება დაწესებულებაში მყოფ ყველა ბავშვზე. განცხადება მოიცავს მოწოდებასაც, სახელმწიფომ მიიღოს მყისიერი და მკაცრი ზომები. 

თეგები: ნინო ლომჯარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა

14:24 06-17-2026
სეო ოპტიმიზაცია
ახალი ამბები

რა განსხვავებაა SEO ოპტიმიზაციასა და კარგ SEO ოპტიმიზაციას შორის?

14:07 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

08:00 06-17-2026
ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

18:10 06-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved