• რეკლამა
  • კონტაქტი
23:55, შაბათი, 26 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გვიანი იყო, დამირეკა პატარა ბიჭმა, მორჩა ფანტაზია აღარ მაქვს, როგორ ვიცხოვროო“ – ნათია ფანჯიკიძე

ალია ავტორი - ალია
16:15 07-23-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე თავის პაციენტთან, ახალგაზრდა ბიჭთან ურთიერთობის ერთ-ერთ ეპიზოდს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. 

ამბავი რომელსაც ნათია ჰყვება ჩვეულებრივი მოქალაქეების მძიმე ყოფის რამდენიმე წუთს ასახავს, რომელიც ნამდვილად სევდიანია, მთელი ეს ისტორია კი კულტურის მინისტრისა და მთავარი არხის ჟურნალისტის ემა გაგოხიას ურთიერთობის ამსახველ ვიდეოზე ხაზგასმით სრულდება.

„გვიანი იყო, დამირეკა პატარა ბიჭმა, ახლა მართლა მორჩაო. მეტი ფანტაზია აღარ მაქვს, როგორ ვიცხოვროო. უცებ არც მე მაფიქრდება როგორ და გამო მაგ ტყიდან, ჯერ კოკა-კოლა დავლიოთ-მეთქი. მეჩქარებაო, მაგრამ კოკაზე უარს როგორ იტყოდა. კოკა-კოლას თანაც ახლა ხომ მხოლოდ „ატჩაიანი“ ტიპებიღა ვსვამთ. დავსხედით ტროტუარზე. თენდებოდა ლამის. მოვიდა კუნტრუშა ქუჩის ძაღლი და ჩამიჯდა ფეხებთან ჩემიძაღლივით. ძაღლთან ერთად ვართ სამნი. გამოიარა კაცმა. რა მოელანდა ამძაღლს არ ვიცი, გაეკიდა და უკბინა. მომიტრიალდა კაცი, არა გრცხვენიაო? მიკბინაო. რატომ მიკბინაო? გაკვირვებული მიყურებდა. ვწუხდი, მაგრამ არ მრცხვენოდა და უკვირდა, რომ არ მრცხვენოდა. ჩემი არ არის, ქუჩის ძაღლია-მეთქი. ჩვენი არ არის, ქუჩის ძაღლიაო, შეწუხდა ახალგაზრდა ადამიანიც. ხო, ჩვენი არ არის-მეთქი, გავიმეორე. აა.. ქუჩისააო? დაბალი ხმა ჰქონდა. აღარ ბრაზობდა. ხოდა წავიდა თავის გზაზე. ისიც დაღლილი ჩანდა. მხრებში მოხრილი. ჩვენც დაღლილები ვიყავით და სახლებში წავედით. ძაღლიც წავიდა. სამი საათი მეძინა. მერე ვიმუშავე. მერე მოვედი, მერე დავსქროლე. ხმას რომ ბოლომდე დაუწევ სიცოცხლეს, ეგრე ვიყავი ჩაბჟუტული, მაგრამ ხსნად, ამ დროს ჩამოატარა ფბ მდინარემ მხიარული რიტმები, ემა, ემმა ემმმმა, ტაში, ტაში ტაში, ტაში, ზეიმია, სიხარულია, იუმორია, რა კარგია, რა გადამდებია ტაშის გრიალი, ტამტამები, დაფდაფები, დოლები, ბარაბნები, დაირები, გამარჯვება, ხორუმი, დავლური, მოვიდა ენერგია, ამოძრავდა სისხლი, გახალისდა გული, ვაშა სიცოცხლეს, ვაშა ერთობას, დიდება სიყვარულს“, – წერს ნათია ფანჯიკიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved