• რეკლამა
  • კონტაქტი
10:27, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გვერდით, ოთახში შენს შვილებს სძინავთ, ჯერ კიდევ ცოცხლებს, დაწოლისას ,,არ გვშიაო” და შვება რომ იგრძენი ცარიელო კაცო…”

ალია ავტორი - ალია
04:27 07-11-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

პოეტი, საშა გველესიანი, სოციალურ ქსელში, წერს:

“ქუჩაში ბავშვები ბავშვებს კლავენ…

შენ კი, დაჯექი და წერე…

აკრიბე შენი დაწყვეტილი ნერვები, დაასხი არაყი, კარგად მოურიე, ვიდრე გაიხსნება, მერე, ჩააწე კალამი, ან, თითი და წერე, გინდა ქაღალდზე, გინდაც — კედელზე…

ელაპარაკე საკუთარ პერსონას, ქართულად, ოღონდ — სარკეში…

წადი შენი სიცარიელის, შენივე ცარიელი ,,მე”-თი სავსე ,,პიროვნების” დედაც ვატირე…

ვინ ხარ, რა ხარ, საიდან მოხვედი და სად მიდიხარ?! — არსაიდან, არავინ და არსაითო…

ტკივილი გაგერყვნა და გაგიბოზდა, ღიმილიც…

ხელში — ჭიქა, ჭიქაში — ძმარი, ენაზე — ძმარი, სიტყვებში — ძმარი, სისხლში — ძმარი…

გვერდით, ოთახში შენს შვილებს სძინავთ, ჯერ კიდევ ცოცხლებს, ჯერ კიდევ ბავშვებს, დაწოლისას ,,არ გვშიაო” და შვება რომ იგრძენი ცარიელო კაცო, ცარიელო ტანო, ცარიელო ტარიელო…

კატას, კატასაც რომ ვერ და იტირე ,,წყლისა პირსა”, მოგიხან მჟავე ცრემლები…

დღეს ბავშვმა ბავშვი მოკლა…

დაჯექი და წერე…

შენი რომ ყოფილიყო?!

რა მნიშვნელობა აქვს — რომელი! — მოკლული თუ მკვლელი…ან, რატომაც არაა შენი?! — შენია, შენი და შენც ,,შვილით ობოლი” მამა ხარ ახლა, აწი, მერეც…

დაჯექი და წერეე…

,,ხვალე” აღარაა, მითუმეტეს — ,,ზეგ”, ,,მაზეგ”, ,,ზეგისსწორი…”, ,,მაზეგისსწორიც…

“აღარაფერია და ,,ლეკვი ლომისა სწორია…” — დედითქვენისამ…

ცხრა ძმაო, შვიდიო, სამასი, ასი ათასიო და…

საიდან, უთხარი შენს თავს — ს ა ი დ ა ნ ?!

ტკივილის დამალვა რომ ისწავლეს შენმა შვილებმა და ღიმილი რომ გაუცივდათ ამის გამო…

შენ კი, წერე…

,,ჩემო მიმინო და ჩემო ფრთანათელო” არა? — და წაგცდება დიდი და ნაარყალი ერთმორწმუნე — Да пошёл ты…” ან — დიდი და ტრაკზესაკოცნი — ,,FUCK YOU..!”

ფერს კარგავ თუ ხვდები…

შენი თეთრი და სხვა შავი, ერთად ნაცრისფერია და კია ვირისფერი…ამ დილითაც გეტყვიან შვილები არ გვშიაო და შენ კიდევ ერთხელ ამოისუნთქავ შვებით, შენი…

,,მამა, მომიყევი, სააკაძე მოღალატე იყო თუ არა” და უყვები, უყვები, რომ არ იყო და იყო…

ისინი შენს გაწყვეტილ ძაფს ებღაუჭებიან და შენ კი, შენ…

წადი შენი…

გუშინ, ბავშვმა ბავშვი მოკლა…

შენ კი, დაჯექი და წერე..!”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved