• რეკლამა
  • კონტაქტი
07:02, კვირა, 18 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გვარამიას თუ ეგონა, რომ მასთან უნდა შემეთანხმებინა, ძალიან ცდება” – გიორგი ვაშაძე სოციოლოგიური კვლევის დეტალებზე

ალია ავტორი - ალია
13:41 03-15-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ სიუჟეტთან დაკავშირებით განაცხადა:

„კვლევებთან დაკავშირებით კარგია, რომ დამისვით კითხვა. საერთოდ, გამაოცა გუშინდელმა სიუჟეტმა. პირველი ის, რომ კვლევებს მუდმივად ვატარებთ. მყავს საერთაშორისო სოციოლოგიური ჯგუფი და არის ქართული ჯგუფიც, რომელიც მონაწილეობს. ვწუხვარ, რომ ბატონმა გვარამიამ ისევ არასწორი ინტერპრეტაციით გაიტანა ეს კვლევები და მერე რაღაც ყურების მობმა მოხდება ხოლმე. ჩემი ამომრჩევლების დამოკიდებულებას ვიკლევ აბსოლუტურად ყველა პოლიტიკოსთან მიმართებაში. ჩემი აზრით, ყველა პოლიტიკური ძალა ასე სისტემურად უნდა მუშაობდეს, ვის მიმართ რა განწყობები აქვთ და სად რა მდგომარეობა არის. თუ ჩვენი რეიტინგი გაინტერესებთ ამ კვლევებით, რვა პროცენტზე არის „სტრატეგია აღმაშენებლის“ საბაზისო რეიტინგი ასული. რაც შეეხება იმ რაღაცის ყურის მიბმებს და მობმებს, სხვათა შორის, დიდი მადლობა „პოსტფაქტუმს“, პირველად ცხოვრებაში მომიძღვნა სიუჟეტი, ძალიან ბედნიერი ვარ ამისთვის. გახარიას საკითხს რაც შეეხება, ჩვეულებრივი თემაა, სადაც გახარიას კი არა, ყველასთან მიმართებაში ვიკვლევ ჩემი ამომრჩევლის დამოკიდებულებას, ისევე, როგორც ყველასთან მიმართებაში.

კითხვის შინაარსი იყო ინტერპრეტირებული. დეტალურად როგორ იყო, საჯარო არ არის ეს კვლევა და შემიძლია, შემდეგ ჟურნალიტებს დაგიძახოთ და გაჩვენოთ კიდეც, როცა დამთავრდება, რადგან არასწორია წინასწარ ამაზე საუბარი. საუბარი არის ჩვეულებრივ საკითხზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ მხარდამჭერების დამოკიდებულება გახარიასთან მიმართებაში, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ამომრჩევლის დამოკიდებულება „ლელოსთან“ მიმართებაში და ა.შ. დაახლოებით 48 კითხვაა. მთავარი სამიზნეა, დავადგინოთ გარკვეული ტურბულენციები თუ იქნა პოლიტიკაში. ჩემი აზრით, ამის უფლება გვაქვს და გვარამიას ვერ ექნება ცენზორის უფლება ჩემს კვლევებთან დაკავშირებით, ვერცერთ შემთხვევაში. თუ ეგონა, რომ უნდა შემეთანხმებინა, ძალიან ცდება, არასდროს არავის არაფერს ვუთანხმებ“

https://www.alia.ge/%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%94-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98/
თეგები: გიორგი ვაშაძენიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

20:25 10-17-2026
თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო

18:46 10-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო

17:30 10-16-2026
ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო
ახალი ამბები

ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო

14:54 10-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved