• რეკლამა
  • კონტაქტი
00:03, პარასკევი, 26 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გვარამიას ტანტრუმს ვუსმინე… სხვების წყევლას, არ ჯობია აქციები თქვენ აკეთოთ?” – ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
18:37 04-22-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,548

“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:

 

“სააკაშვილის სპიკერის, ნიკა გვარამიას ტანტრუმს ვუსმინე.

ასეთ ტანტრუმებს სააკაშვილისთვის მართავს და არა შედეგისთვის – ამიტომაა მოწყვეტილი რეალობას სააკაშვილიც და ოპოზიციური მედიაც. იმას ლაპარაკობენ, რაც სააკაშვილის ყურს ესიამოვნება – ამიტომაც გვყავს ცუდად ინფორმირებული ამომრჩეველი და სუსტი ოპოზიცია.

ასე რომ არ იყოს, მგონია მიხვდებოდა აქამდე, რომ შანტაჟის ენა ნამდვილად არაა ის ენა, რითაც ჩვენ უნდა გველაპარაკოს – ეს ენა ჩვენზე არ ჭრიდა, არ ჭრის და არ გაჭრის.

შანტაჟის ენა ჩვენთან მიმართებით არ მუშაობს. (როგორც შევამჩნიე, ხალხის შანტაჟიც კონტრპროდუქტიულია).

იმუქრება რომ აქციებს, სადაც სააკაშვილის გათავისუფლებას არ ითხოვენ – დაწყევლის.

(ევროპული საქართველოს, თავისუფლების ინსტიტუტის, ტაბულას და ვესის აქციას გულისხმობს რომელიც 3 აპრილს გაიმართა, ხაზგასმით ითქვა რომ აქცია არ ეხებოდა პოლიტიკოსებს, ეხებოდა იმ იდეას რის გამოც უამრავმა გენიალურმა ქართველმა თავი გასწირა. რაც ითქვა ორგანიზატორების მხრიდან, ის შესრულდა. ამხელა აქცია, ასეთი პოზიტიური გამოხმაურებით ევროპულ საქართველოს არ ჰქონია მისი შექმნის დღიდან – კიარა, არცერთ პატარა თუ დიდ პარტიას არ ჰქონია ასეთი აქცია. კიდევ გვექნება ასეთი აქციები და ყოველთვის იმას დაგახვედრებთ, რასაც წინასწარ შეგპირდებით და მერე ხალხი გადაწყვეტს, მოვიდეს, თუ არ მოვიდეს).

საქართველოში სასამართლო არ არსებობს, არსებობს პოლიტიკური მართლმსაჯულება. პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლია წინა ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი, ვინც ციხეში ყოფილა – სააკაშვილის ჩათვლით. არცერთ მათგანს არ ჰქონია სამართლიანი სასამართლო – ეს არის ის მძიმე მოცემულობა, რომელსაც 10 წელია ვებრძვით და რასაც ვერ მოვერევით, თუ ხელისუფლება დემოკრატიული ძალით არ შეიცვალა.

ვინც თვლის, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებას სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართული აქციები უშველის, მას აქვს სრული უფლება ეს აქციები გამართოს.

არავინ უშლის ნაციონალურ მოძრაობას, რომელსაც ნახევარი მილიონი ამომრჩევლით მოაქვს თავი, გამართოს აქციები სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით – ეს დემოკრატიული პროცესის ნაწილია.

ვისაც სურვილი აქვს – მივა. ძალიან მარტივია აქციის გაკეთება, თუ მოთხოვნა ბევრ ხალხს აწუხებს.

ჩვენ ხომ დავინახეთ, რომ როდესაც თემა ბევრ ხალხს აწუხებს, ამ ხალხს დაძახებაც არ უნდა – თვითდინებით გამოდის ქუჩაში.

სხვების წყევლას, არ ჯობია აქციები თქვენ აკეთოთ?

მე არ მიმაჩნია რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება სააკაშვილზე აქციებით დასრულდება. ვისაც მიაჩნია, იმან აკეთოს – ჩვენი წყევლა ამისთვის რა საჭიროა?

ჩვენ იმას ვიზამთ, რაც ჩვენ მიგვაჩნია სწორად და ვერანაირი შანტაჟი ამას ვერ შეცვლის. წესით უნდა მიმხვდარიყო აქამდე, რომ ევროპულ საქართველოში ლიდერშიფი შეიცვალა.”

თეგები: თამარ ჩერგოლეიშვილიმიხეილ სააკაშვილინიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას
ახალი ამბები

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას

20:17 12-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved