• რეკლამა
  • კონტაქტი
06:23, ხუთშაბათი, 1 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გვარამიას გამოშვების შემდეგ, მოხდება კეზერაშვილის და მერაბიშვილის ჩაჩოჩება” – გაბრიჭიძე

ალია ავტორი - ალია
19:56 06-23-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
312
ბოტანიკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ჟურნალისტი, გია გაბრიჭიძე:
“გვარამია შეიწყალეს.
არ დაგიმალავთ და როცა გავიგე გავიფიქრე „შეიწყალეს და შეიწყალეს, ერთი მაგისიცო“ და სერიალს „Следователь Тихонов“ დავუბრუნდი, მაგრამ მერე როცა სხვადასხვა მედიასაშუალებებში, თუ სოციალურ ქსელში ერთმანეთში არეული ზოგის სიხარულის ტკრციალი და ზოგის აღშფოთება ვნახე, მშრალად შევხედე ამ „მოვლენას“.
რა მოხდება გვარამიას გამოშვების შემდეგ?
როგორც მან განაცხადა ტელევიზიის დირექტორი აღარ იქნება და თავის საქმეს გააგრძელებს, ანუ აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთვება და ნაციონალური მოძრაობის გაძლიერებაზე იზრუნებს.
გვარამიას შესვლა აქტიურ პოლიტიკაში საკმაოდ საინტერესო პროცესებს გამოიწვევს.
1. ნაცების „ცხოვრებაში“ მოხდება კეზერაშვილის და მერაბიშვილის ჩაჩოჩება (ხებეიშვილზე ლაპარაკიც არ არის), მაგრამ იმ რესურსით და იმიჯით რაც დღეს ნაციონალურ მოძრაობას აქვს ფაქტობრივად არაფერი არ შეიცვლება. ცხადია მომხრეები, რომლებსაც გარკვეულწილად გული ჰქონდათ აყრილი პარტიაში მიმდინარე პროცესებზე, თავიდან გააქტიურდებიან, მაგრამ ეს აღტკინება ძალიან მალე გაუვლით და პარტია დარჩება იმ ნიშნულზე, რომელზეც აქამდე იყო.
2. ოპოფლანგის იმ პარტიებს, რომლებიც მშიერი ტურებივით აკვირდებოდნენ ნაცების დანგრევას, „უპატრონოდ“ დარჩენილი ამომრჩევლის „დათრევას“ და ოპოზიციის ლიდერ ძალად წარმოჩინებას ფიქრობდნენ, ძალიან დაერხევათ. გვარამია არ არის ის ჩიტი, ეგენი აბლატაოს.
3. რაც შეეხება „ოცნებას“, მათ საკმაოდ კარგი კოზირი მიეცათ, რომლითაც დასავლეთთან უკვე მიწოლით საუბარი შეუძლიათ: ა) დეპოლარიზაციისკენ ნაბიჯი გადადგმულია. როგორც არ უნდა ვიფიქროთ პრეზიდენტი ხელისუფლებას წარმოადგენს და ამავდროულად ოპოზიციურად იქცევა. იმას, თუ როგორ იხვანცალებენ „აქტივისტები“, თუ რა სირობას იტყვის გირჩი ზურაბა დასავლეთის გავლენიანი წრეებისთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარი ისაა, რომ ფაქტი დაიდო. ბ) როცა სხვაგან (მაგალითად უკრაინაში, ან მოლდოვაში) მედიებს ხურავენ, ფინანსურ დარღვევებზე დაპატიმრებული მედია-მენეჯერი ციხიდან გამოვიდა, ანუ ამაზე მეტი მედიათავისუფლება არ არსებობს.
მოკლედ რომ ვთქვა, ოპოებს ბევრი საფიქრალი გაუჩნდათ. „ოცნებას“ კი შეუძლია „მშვიდად დაჯდეს მდინარის ნაპირთან და დაელოდოს“.
კიდევ არის რამდენიმე ნიუანსი, მაგალითად ხატია პარტიაში დაბრუნდება დ.ა.შ. მაგრამ ეგეთი რაღაცეები იმდენად საინტერესო აღარ არის.
ეგაა და ეგ ?“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved