• რეკლამა
  • კონტაქტი
17:57, ხუთშაბათი, 21 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გვარამიას და სააკაშვილის შეწყალებით გაირკვევა, ჩადგა თუ არა ზურაბიშვილი უცხო ქვეყნის სამსახურში” – “ხალხის ძალა”

ალია ავტორი - ალია
18:20 11-24-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
309

მოძრაობა „ხალხის ძალა“ მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „იმედინიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ რამდენიმე დღის წინ ენჯეოებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს წერილობით სთხოვეს, სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდოს.

საზოგადოებისთვის ისიც კარგად არის ცნობილი, რომ „ელიტური“ ენჯეოები საელჩოს რესურსია. ამ ენჯეოებს ფულს საელჩო უხდის და შესაბამისად, მუსიკასაც ის უკვეთავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი გვარამიას შეწყალებისთვის ამზადებენ ნიადაგს.

ამასთან, როგორც ჩანს, ისინი გარკვეულ ფორმალობებს იცავენ და სალომე ზურაბიშვილისთვისაც სახის თუნდაც ნაწილობრივ შენარჩუნებას ცდილობენ. უნდათ საქმე ისე გააფორმონ, რომ ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს უარი ვერ უთხრა და გვარამია ამიტომ შეიწყალა.

თავისთავად ის ფაქტი, რომ ამერიკელები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ თითქმის ყველა ქმედებას ევროპული სტრუქტურების გამოყენებით ახორციელებენ, განსაკუთრებით შემაშფოთებელია. სწორედ ევროპული სტრუქტურების მეშვეობით შექმნეს მათ ივნისში მღელვარება, რაც, მათივე გათვლით, ხელისუფლების ცვლილებით უნდა დასრულებულიყო, ასევე, ევროპელებს წამოაწევინეს როგორც ბიძინა ივანიშვილის სანქცირების, ისე გვარამიას შეწყალების თემა.

აქვე, კიდევ ერთხელ გავიხსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი 2004-07 წლებში მაშინდელ ხელისუფლებას აქტიურად ეხმარებოდა, მათ შორის პოლიტიკოსებსა და საჯარო მოხელეების დიდ ნაწილს ხელფასებსაც კი უხდიდა, ფინანსურად ეხმარებოდა ჯარს და პოლიციას, გაარემონტა და აღჭურვა უამრავი სკოლა და ა.შ. თუმცა, მაშინ ის ოლიგარქად არავის მოუხსენებია. ივანიშვილის მიმართ საელჩოს უარყოფითი განწყობა მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდა, რაც ის საელჩოს მთავარ აგენტს, მიხეილ სააკაშვილს დაემშვიდობა. ახლა კი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან სრულად არის დისტანცირებული და მხოლოდ ქველმოქმედებითა და ქვეყანაზე ზრუნვით არის დაკავებული, მას ოლიგარქად აცხადებენ, რაც საელჩოს ორმაგ სტანდარტებზე დამატებით მეტყველებს.

„მთავარი არხი“, ისევე, როგორც ნაციონალური მოძრაობის კუთვნილი სხვა მედიასაშუალებები, საქართველოში სიცრუისა და რადიკალიზმის მთავარი წყაროა. სიცრუე და რადიკალიზმი კი არის ერთადერთი იარაღი, რომლის გამოყენებითაც საელჩომ „ქართული ოცნება“ აგენტურით შეიძლება ჩაანაცვლოს. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ ამ რესურსს ისინი განსაკუთრებულად უფრთხილდებიან და მფარველობენ. ყველა ვხედავთ, რომ „მთავარი“, „ტვ პირველი“ და სრულიად ურეიტინგო „ფორმულაც“ კი, ელჩის განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობენ და ის თითქმის ექსკლუზიურად მხოლოდ ამ ტელევიზიებს სტუმრობს. მეტ-ნაკლებად ობიექტური მედიაგაშუქებისა და რადიკალიზაციის შემცირების პირობებში, „ქართული ოცნება“ ისე გამაგრდება, რომ საქართველოში აგენტოკრატიის დამყარების „ამერიკული ოცნება“ შეიძლება ბოლომდე აუხდენელი დარჩეს. ბუნებრივია, საელჩოს ამის დაშვებაც არ უნდა და ისინი ფიქრობენ, რომ გვარამიას შეწყალებით სიცრუესა და რადიკალიზმს ახალ სტიმულს მისცემენ.

ჩვენთვის ცნობილია, რომ საელჩო სააკაშვილის განსათავისუფლებლადაც აქტიურად იღწვის. ენჯეოების, ლომჯარიას და ცნობილი ევროპარლამენტარების აქტიურობა ამის მკაფიო დასტურია. ამის მიღმაც, ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაშვების მოწოდებით ისინი უკვე, პრაქტიკულად, ყველა კაბინეტს სტუმრობდნენ. საზოგადოების რეაქციის ეშინიათ და სააკაშვილის განთავისუფლებაზე საჯაროდ საუბარს ვერ ბედავენ, თუმცა, ვიცით, რომ ელჩით დაწყებული, ვაშინგტონიდან ჩამოსული სტუმრებით დამთავრებული, სააკაშვილის საზღვარგარეთ გაშვება ხელისუფლებისგან უკვე ყველამ ითხოვა.

სალომე ზურაბიშვილი გაპრეზიდენტებიდან სამი წლის თავზე საელჩოს ფავორიტად რომ იქცა, საზოგადოებისთვის ესეც კარგად არის ცნობილი. სალომე ზურაბიშვილისთვის, რომელსაც პირველი სამი წლის მანძილზე ერთი წესიერი ვიზიტი და საერთაშორისო მედიაში ერთი წესიერი გამოჩენაც კი არ ღირსებია, მას შემდეგ ნებისმიერი მაღალი რანგის უცხოელი პოლიტიკოსისა და მედიასაშუალების კარი ღიაა. ცოტა ხნის წინ, ქართული რადიკალიზმის ცნობილმა მხარდამჭერმა, დევიდ კრემერმაც თქვა, პოლიტიკურ პროცესებში ლიდერის როლი პრეზიდენტმა უნდა იტვირთოსო. არადა, იგივე კრემერი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო კამპანიაში იყო აქტიურად ჩართული და მას განცხადებებს საჯაროდ უწუნებდა.

ზოგადად, საპრეზიდენტო არჩევნების დროს და მომდევნო სამი წლის განმავლობაში გამოჩნდა, რომ სალომე ზურაბიშვილი არ იყო საელჩოდან მართული და ამ თვალსაზრისით, მის კანდიდატურაზე არჩევანი სწორად შეჩერდა. მთელი საპრეზიდენტო კამპანიის განმავლობაში, მას ღიად ესხმოდნენ თავს როგორც რადიკალური ოპოზიცია და მისი მედიასაშუალებები, ისე ენჯეოები და საელჩოს სხვა შიდა თუ გარე პარტნიორები. ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილს რუსეთის რეზიდენტს ისე უწოდებდა და მის მიმართ ისე ბილწსიტყვაობდა, რომ ამაზე არცერთ, თუნდაც ქალთა უფლებებზე მომუშავე ენჯეოს ერთი ფორმალური კრიტიკული განცხადებაც კი არ გაუკეთებია.

ზუსტად ასევე ჰყავდათ ის მოძულებული მომდევნო სამი წლის განმავლობაშიც. თუმცა, სამი წლის თავზე, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ვერ შეცვალეს და პოზიციების გასამყარებლად ყველა შესაძლო რესურსის მობილიზება დასჭირდათ, საელჩომ სალომე ზურაბიშვილის გადაბირება გადაწყვიტა და მიზანს ადვილადაც მიაღწია. როგორც ჩანს, ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაში განსაკუთრებული როლი დედობრივმა ინსტიქტმა შეასრულა და მან ორივე შვილის ნახტომისებური სამსახურებრივი დაწინაურების ცდუნებას ვერ გაუძლო. ბუნებრივია, მის გადაწყვეტილებაში უმაღლესი რანგის პოლიტიკოსებთან შეხვედრისა და ფართო საერთაშორისო მედიაგაშუქების ცდუნებაც არანაკლებ მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა.

საბოლოოდ, ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ან უკვე სრულად ექვემდებარება საელჩოს ნებისმიერ მოთხოვნას ან მას ამგვარი დაქვემდებარების გაფორმებამდე ერთი ნაბიჯიღა შეიძლება აშორებდეს. სწორედ გვარამიას და სააკაშვილის შეწყალებით გაირკვევა, საბოლოოდ ჩადგა თუ არა ის უცხო ქვეყნის სამსახურში. გვინდა თუნდაც მცირე იმედი დავიტოვოთ, რომ სალომე ზურაბიშვილში მისი დიდი წინაპრების გენები გაიღვიძებს და ის საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ასე უხეშად არ დაუპირისპირდება“,

თეგები: ხალხის ძალა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე მომსახურების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს საქართველოში

17:54 08-21-2025
შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი
ახალი ამბები

შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი

15:14 08-21-2025
“გურმან აკადემია”- სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“გურმან აკადემია”- სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:17 08-21-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა –   სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება

11:12 08-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved