• რეკლამა
  • კონტაქტი
08:49, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გვაქვს გეგმები, რომელიც არის რეალისტური და რომელიც იქნება ხელშესახები ჩვენი მოსახლეობისთვის – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
21:00 08-17-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

ჩვენ პროგრესი გვქონდა არაერთი მიმართულებით – იქნებოდა ეს ტურიზმის მიმართულება, ინფრასტრუქტურა, რეგიონების განვითარება, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, განათლება, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის საკმარისი. ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ, რა თქმა უნდა, მშვიდობა, სტაბილურობა და მეორეს მხრივ, ეკონომიკური განვითარება, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატის არჩილ ჩიქოვანის წარდგენის ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სწორედ ეკონომიკური განვითარება იქნება მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტი მომდევნო წლების განმავლობაში.

„ჩემი დავალებით, მთავრობამ შეიმუშავა გრძელვადიანი განვითარების ხედვა. ჩვენ მკაფიოდ ვართ ჩამოყალიბებული, ვიცით რა უნდა გავაკეთოთ თითოეული რეგიონისა და ქალაქის მიმართულებით. ვიცით, როგორ ავითვისოთ ბოლომდე ყველა ის პოტენციალი და რესურსი, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია და ეს რესურსი და პოტენცია, მერწმუნეთ, არის უზარმაზარი. ამისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება არჩევნებში ძლიერად გამარჯვება, იმისთვის, რომ შემდგომი მინიმუმ 3 წელიწადი, 2024 წლის არჩევნებამდე, ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება.

მომდევნო წლების განმავლობაში, წლების მიხედვით გვაქვს გაწერილი, თუ რა უნდა გაკეთდეს, კერძოდ, რეგიონების განვითარების მიმართულებით. ჩენ შევიტანთ განვითარებას ყველა რეგიონში, ქალაქსა და მუნიციპალიტეტში. მხოლოდ ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაიხარჯება 32 მლრდ. ლარი. ჩვენ რეალურად, რამდენიმე წელიწადში, სულ სხვანაირ ქვეყანას მივიღებთ. ვიცით, როგორ განვავითაროთ სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოება, კულტურა, სპორტი, განათლება. გვაქვს გეგმები, რომელიც არის რეალისტური და რომელიც იქნება ხელშესახები ჩვენი მოსახლეობისთვის.

ქალაქ ბათუმში, ბოლო წლების განმავლობაში, არაერთი პროექტი განხორციელდა, როგორც კერძო ინვესტორების მიერ, ასევე  ადგილობრივი ხელისუფლების მიერ. შედეგად ჩვენ გვაქვს უფრო მეტად გალამაზებული, დამშვენებული ბათუმი, ვიდრე იყო მანამდე. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მეტის გაკეთება და კიდევ უფრო მეტი ზრუნვა ჩვენს მოსახლეობაზე.

ჩვენ დავიწყეთ ახალი პროექტი, როგორიც არის ურბანული განახლების პროექტი, რომელიც გულისხმობს ყველა ქალაქსა და ყველა მუნიციპალიტეტში ურბანული პროექტების განხორციელებას, რაც გულისხმობს ასევე ევროპული ტიპის ცენტრების მოწყობას, მეტ რეკრეაციულ სივრცეს, მეტ პარკებს, მეტ დასასვენებელ ადგილებს ჩვენი მოსახლეობისთვის და არა მხოლოდ, ასევე ჩვენი ტურისტებისთვის. ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში, ჩვენ დავამუშავებთ და შევქმნით ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრებს და კერებს“ , –  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved