• რეკლამა
  • კონტაქტი
12:30, ხუთშაბათი, 9 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გვაქვს არასრული 180 დღე იმისთვის, რომ საქმე 180 გრადუსით შევატრიალოთ” – ვანო ჩხიკვაძე

ალია ავტორი - ალია
15:45 06-20-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
312

“ღია საზოგადოების ფონდის” ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ვანო ჩხიკვაძე:

“ამ წლის ბოლოს ევროკომისია შეაფასებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინას და მოლდოვასაც. დიდი ალბათობით არც ერთი და არც მეორე ქვეყანა მიღწეული (კანდიდატის სტატუსით) გამარჯვებით არ დაკმაყოფილდება და ყველაფერს იზამს, რომ ევროკავშირთან შემდეგ ეტაპზე გადავიდეს ანუ გაწევრების მოლაპარაკები დაიწყოს. თუ მათ ეს შეძლეს, ჩვენ კი მოცემულ 12 პუნქტზე პროგრესი ვერ ვაჩვენეთ და კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭა, ჩვენსა და მოლდოვა-უკრაინას შორის ევროინტეგრაციის გზაზე ჩამორჩენა კიდევ უფრო გაიზრდება.
მომავალი წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის როტაციულ პრეზიდენტობას შვედეთი იღებს, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი შემქმნელი და ტრადიციულად გაფართოების მხარდამჭერი ქვეყანაა. ამის მერე იწყება ახალი ტრიოს პრეზიდენტობა (ესპანეთი 2023 II ნახევარი, ბელგია 2024 წლის I ნახევარი და უნგრეთი 2024 წლის II ნახევარი), რომლებიც ჩვენი რეგიონისკენ ნაკლებად იყურებიან.
2024 წელს ევროკავშირი შიდა საქმეებზე უფრო გადაერთვება. ამ წელს ახალი ევროპარლამენტის არჩევნებია, ასევე მოქმედ ევროკომისიას ვადა ეწურება. არავინ იცის ამ ინსტიტუციებში ვინ მოვა და მათ რა პრიორიტეტები ექნებათ. შესაბამისად დრო ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს. თუ ტრიოს ფორმატმა აზრი სრულად დაკარგა (და ტრიოს შექმნას საქართველო სწორედ იმიტომ ცდილობდა, რომ გაწევრიანების სურვილის მქონე ქვეყნებს დაკავშირებოდა) და თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ევროკავშირი როგორც წესი რეგიონული გაფართოების მომხრეა, უკრაინა-მოლდოვასთან ჩამორჩენის შემთხვევაში შეიძლება მოგვიწიოს სომხეთ-აზერბაიჯანს ან თურქეთის ევროკავშირისკენ წასვლას დაველოდოთ. ეს რამდენად შესაძლებელია ან როდის მოხდება ძნელი სათქმელია.
ასე რომ დრო ახლა ევროკავშირში გაწევრების პროცესში ჩვენ მოკავშირედ ნამდვილად ვერ ჩაითვლება. არათუ თითოეულ დღეს, თითოეულ საათს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. გვაქვს არასრული 180 დღე იმისთვის, რომ საქმე 180 გრადუსით შევატრიალოთ.
ევროკავშირის გაფართოების ამბავს ვინც თვალს ადევნებს ყველამ იცის, რომ მსგავსი შესაძლებლობის ფანჯარა ათწლეულებში ერთხელ იხსნება. როდის გაიხსნება კიდევ მსგავსი შესაძლებლობა და იქნება თუ არა იგი საერთოდ არავინ იცის.”
თეგები: ვანო ჩხიკვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved