• რეკლამა
  • კონტაქტი
22:05, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გვახსოვს გავრილოვის ღამე – 20 ივნისს აქცია დაანონსდა

ალია ავტორი - ალია
20:41 06-06-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
84

“გვახსოვს გავრილოვის ღამე” – სამოქალაქო კამპანია „ერთი ხალხი, ერთი საქართველომ” 20 ივნისს, აქცია დააანონსა.

მოქალაქეები ე.წ გავრილოვის ღამიდან 7 წლის თავზე, 20 ივნისს, საღამოს 19:00 საათზე ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტთან მივლენ.

შვიდი წელი გავიდა 2019 წლის 20 ივნისიდან, დღიდან, რომელმაც საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კვალი დატოვა.

20 ივნისს ათასობით მოქალაქე ქუჩაში გამოვიდა იმის გასაპროტესტებლად, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი კომუნისტი დეპუტატი აღმოჩნდა. ეს იყო არა მხოლოდ პროტესტი კონკრეტული ფაქტის წინააღმდეგ, არამედ საზოგადოების პასუხი ქვეყნის ევროპული მომავლის, სუვერენიტეტისა და ღირსების შეურაცხყოფაზე.

იმ ღამეს ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეებს ძალადობით უპასუხა. მშვიდობიანი დემონსტრაციის წინააღმდეგ გამოყენებული იქნა ძალა, დაშავდა ასობით ადამიანი, ბევრმა მძიმე დაზიანებები მიიღო, დაკარგა მხედველობა და სიცოცხლის ბოლომდე უნდა ატაროს ამ ღამის კვალი.

სწორედ ამ დღიდან განსაკუთრებით აშკარა გახდა ის პოლიტიკური კურსი, რომელმაც ქვეყანა ევროპული განვითარების გზიდან სულ უფრო მეტად რუსულ ავტორიტარულ მოდელთან დააახლოვა.

სამწუხაროდ, შვიდი წლის შემდეგაც, ძალადობა და დაუსჯელობა კვლავ რჩება სისტემურ პრობლემად. ჩვენ ვხედავთ მოქალაქეებზე ძალადობის ახალ შემთხვევებს, უკანონო დაკავებებს, ჟურნალისტებზე თავდასხმებს და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებულ დამნაშავეებს. 

სწორედ ამიტომ, 20 ივნისი არის პასუხისმგებლობის, ერთიანობისა და ბრძოლის დღე. დღე, როდესაც საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა აჩვენოს, რომ ძალადობა ვერ იქნება სახელმწიფოს მართვის ინსტრუმენტი და რომ თავისუფლების, სამართლიანობისა და ღირსების დაცვა თითოეული მოქალაქის საქმეა.

სამოქალაქო კამპანია „ერთი ხალხი, ერთი საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, შემოგვიერთდით 20 ივნისის, 19:00 საათზე, ფილარმონიასთან.

20 ივნისს ჩვენი ერთიანობა იქნება პასუხი ძალადობაზე, შიშსა და უსამართლობაზე”- აცხადებენ სამოქალაქო პლატფორმის წარმომადგენლებმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
ახალი ამბები

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს

12:41 09-17-2026
გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:28 09-17-2026
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved