• რეკლამა
  • კონტაქტი
06:55, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გუშინ საშიში იყო უსიმპტომო პაციენტი – დღეს რა შეიცვალა? რატომ ამბობს იმნაძე დღეს ერთს და ხვალ მეორეს?

ალია ავტორი - ალია
21:33 03-11-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში დღეს განაცხადა:

„ადამიანი გადამდები არ არის, სანამ არ დაეწყება სიმპტომები. ყველაზე გადამდები ადამიანი მაშინ არის, როცა ხველა ეწყება. სიმპტომები როდესაც დაეწყება, მაღალი ტემპერატურა როცა დაეწყება, გადამდები უკვე არის, მაგრამ ძალიან გადამდებია ხველება როცა აქვს. მაგრამ თუ არანაირი სიმპტომი არ აქვს, ის გადამდები არ არის“, – განაცხადა იმნაძემ.

ცოტა ხნის წინ, პაატა იმნაძე აცხადებდა, რომ უსიმპტომო პაციენტები აუცილებლად უნდა გამოცხადდენ კარანტინში, რადგან ისინი თავიან ოჯახებს ჩააგდებენ საფრთხის ქვეშ! – 1 ტვ.

პაატა იმნაძე იმასაც ამბობდა, რომ მაშინაც კი, თუ ადამიანს აუღებენ ანალიზსს კორონავირუსზე და მისი ტესტი იქნება უარყოფითი – ის მაინც 14 დღე უნდა დარჩეს კარანტინში, ან თვითიზოლაციაში – ტაბულა

5 მარტს პაატა იმნაძე ამბობდა: – “ჩვენი ჩინელი კოლეგების 75 000 შემთხვევის ანალიზიდან იყო შემთხვევა, რომ ბევრმა ჩაიარა უსიმპტომოდ, ეს იყო საერთო რაოდენობის 1%.  ასევე შესაძლებელია ნაკლებად გამოხატული სიმპტომები, რომელსაც ადამიანი არ აქცევს ყურადღებას.  ასეთმა ადამიანმა შეიძლება გადაიტანოს უსიმპტომოდ და გადასდოს სხვას. ეს სრულიად შესაძლებელია. ამიტომაც მოვუწოდებთ იტალიიდან ჩამოსულ ყველა ადამიანს იყვნენ თვითიზოლაციაში, 14 დღის განმავლობაში” – წყარო – მეტრონომი.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე “ალიასთან” ინტერვიუში ამბობს: “უნდა იცოდეთ, რომ მძიმე ავადმყოფები არ არიან საშიშნი, ჯერ ერთი, ასეთმა ავადმყოფმა, თვითონვე იცის რომ მძიმეა და ერიდება კონტაქტებს, ფიზიკურად არც აქვს თავი კონტაქტების, მეორეც – ძალიანაც რომ სთხოვოს ვინმეს, არავინ არ მივა და არავინ ჩაეხუტება. აი, ის ვინც უსიმპტომოა, ყველაზე დიდ საფრთხეს ის წარმოადგენს.
იტალიაში დაფიქსირდა ძალიან ბევრი ე.წ. სუპერ-სპრედერი. სპრედერი ნიშნავს გავრცელებას, დაფრქვევას და სუპერ-სპრედერი ნიშნავს სუპერ გამავრცელებელს. იტალიაში ასეთი სუპერ-სპედერები ჰყავდათ ბევრი –  ერთმა კაცმა რამოდენიმე ათეული დაასნებოვნა.”

ჩვენ კარგად გვესმის, რომ საზოგადოებამ დაინახა – არ მუშაობს თვითიზოლაცია, დავინახეთ, როგორ დაარღვია თვითიზოლაცია მინისტრის მოადგილემ და დღეს მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ არ დაგვიჯერეთ იანვარში და თებერვლის პირველ ორ კვირაში და გვიან დაიწყეთ საკარნტინე სივრცეების მოწყობა, ახლა კი ვეღარ ასწრებთ.

მაგრამ, თუ გუშინ საშიში იყო უსიმპტომო მატარებელი ვირუსის – დღეს რა შეიცვალა?

იმის არ იყო, პირბადე რომ გათავდა ქვეყანაში და პირბადე არ გვჭირდებაო, ახლა კი 6 ფარმაცევტულ ქარხანას სასწრაფო წესით მისცეს პირბადის გამოცემის უფლება. პირბადე არ გვჭირდებაო და დეპუტატი რომ პირბადეებით დადიან.

ხოდა, არ შეიძლება ასე, ოღონდ პასუხისმგებლობა აირიდო კარანტინის არქონაზე და დღეს ერთი რეკომენდაცია გასცე, ხვალ მეორე – არ შეიძლება!

თუ არ არის გადამდები, რატომ უშვებს ყველა ქვეყანა 14 დღიან იზოლაციაში? რატომ ამოწმებს ამ იზოლაციას? რას ამბობთ, სიმპტომების გამოვლენამდე არ არის გადამდები? მაშ, როგორ გადაედო ამირან გამყრელიძის ვაჟს? დაწერა “გეფას” დირექტორმა, სიმპტომების გამოვლენამდე ვნახე ნიკოლოზ გამყრელიძეო და იტყუება?

სიმპტომების გამოვლენამდე თუ არ არის გადამდები, ირანიდან მომავალი, უსიმპტომო მატარებელი ვირუსის რომ წამოიყვანეთ და მაგრები ვართ, უსიმპტომო პაცინეტი გამოვავლინეთო – რა გვიხაროდა? ევლო, ახლაც უსიმპტომოა ეგ პაციენტი და გამოდის, არავის გადასდებდა?

სირცხვილია, ბატონებო, სირცხვილია…

პანდემია გამოაცხადა ჯანმომ ორი საათის წინ…

სირცხვილია, ჩვენ გვაქვს სიცოცხლის უფლება!

ალია

თეგები: კორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved