• რეკლამა
  • კონტაქტი
17:21, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გუშინ ჯარისკაცებს რომ ნაგავს აყრიდნენ თავზე, სამხრეებზე და კრინტი არ დაგიძრავთ მათ დასაცავად და დღეს სააკაშვილის ვიდეოს გამო აღშფოთდით, რასთან გვაქვს საქმე?“ – ამირან სალუქვაძე

ალია ავტორი - ალია
16:15 11-12-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

„გუშინ ჯარისკაცებს რომ ნაგავს აყრიდნენ თავზე, სამხრეებზე და კრინტი არ დაგიძრავთ მათ დასაცავად და დღეს სააკაშვილის ვიდეოს გამო აღშფოთდით, რასთან გვაქვს საქმე?ნაციონალებს არ ვეკითხები. მათი აზრი ცნობილია.მთელი დღეა ვფიქრობ რა დამეწერა. ვიდეოსთან დაკავშირებით არა, ეს მარტივი შესაფასებელია, ცნობადი ადამიანების რეაქციებზე.ვიდეოები რომ არ მომწონს, წინა ვიდეოს გავრცელებისას დავწერე. თუმცა, როცა მსოფლიოს აწრიალებენ კლავენ, კლავენო, უწყების თანამშრომლებს უტევენ, მათ ფოტოებს და ვინაობებს ავრცელებენ, მკვლელებს უწოდებენ, ხომ იცოდით ყველამ, რომ მამტკიცებლად ვიდეოს მიიღებდით, როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში?!ჰოდა, დაგანახათ უწყებამ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაც და სხვა დეტალებიც. ზოგიერთი მონაკვეთი რომ არ მოგეწონათ, ესეც გავიგე, მაგრამ სხვა ნაწილიც შეგეფასებიათ?! თუ რაც გვაწყობს “პრადვინუტების” ტრენდზე მოსაჯდომად, მხოლოდ იმას ვხედავთ?ბევრი ასპექტია შესაფასებელი, შესაბამისად ბევრი საწერია და არ მაქვს ამის თავი. ვგულისხმობ პერიოდებს საზღვრის გადმოკვეთამდე, გადმოკვეთის ფაქტს და დაკავებიდან დღემდე. შესაფასებელია ზუსტად თქვენი რეაქციების ჭრილში და არა ოპოზიციის მოქმედებების.10 წელი შევარდნაძის ხელისუფლებაში ისხდნენ. როცა ამოწურეს, მერე სხვა ფერებში მოგვევლინენ და რაც აკეთეს, არ მოგწონდათ. ახლა 9 წელია ქვეყანას არყევენ, 2-3 თვე არ გვქონია მშვიდად.ბოლო თვენახევარია მთელ ქვეყანას ერთი პატიმრის დღის წესრიგით აცხოვრებენ.მარტივია ასეთ საკითხზე პოსტის გამოდება. გამოსავალი დაწერეთ, პროცესებში ჩაერთეთ, იაქტიურეთ, საზოგადოება გამოაცოცხლეთ, რომ ახალი რესურსები გამოინახოს.იქეთ ყოფილმა ოცნებელმა გამოიხედა სამალავიდან, ჭიტა, მეც აქ ვარ, სეირს ვუყურებო და, ობიექტურობის საჩვენებლად, ორთავე მხარე გალანძღა.აქეთ სახალხო დამცველი და სახელმწიფო ინსპექტორი საბოლოოდ გაფორმდნენ პარტიულ ადვოკატებად.ვერ ვხედავთ ამ ყველაფერს?როცა ამ ვიდეოს არ იმჩნევთ, სხვადასხვა უწყებების თანამშრომლების საჯარო დევნას სათანადოდ არ აფასებთ, ან საერთოდ ვერ ამჩნევთ და მხოლოდ ამ აგრესიის ორგანიზატორის მიმართ მოპყრობას აპროტესტებთ, გულრწფელები ხართ?თუ ერთი ვიდეო გააპროტესტეთ და ხელისუფლება გააკრიტიკეთ, მეტიც, უჭკუოებიც უწოდეთ, ასეთ კადრებს რატომ არ აფასებთ?იქნებ მართლა გეფიქრათ საზოგადოებრივი აზრის ახალი ცენტრის ჩამოყალიბებაზე? პოლიტიკისკენ არ გიბიძგებთ, ვისაც არ გსურთ, მხოლოდ საზოგადოებრივი აქტიურობისკენ.დღეს ასეთ პოზიციაში ხართ: ნაციონალები დამნაშავეები არიან, ხელისუფლება უჭკუოები. თქვენ დგახართ ჭკვიანები, უცქერით გვერდიდან და აკრიტიკებთ.თუ დამარწმუნებთ, რომ ეს პოზიცია და პასიურობა მიგვიყვანს ტაძრამდე, მეც შემოგიერთდებით. თუმცა, ეჭვი მეპარება.ვინც ვერ ამოიცნო საკუთარი თავი, გაატაროს“ – წერს ამირან სალუქვაძე და ვიდეოს აქვეყნებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა

14:24 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved