ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი:
გუშინდელი დღის უცნაურობა.
კონკრეტულ ადამიანებს ტროტუარებიდან იჭერდნენ. თითქოს სიით იყო მემანიშვილი მოსული. ანიშნებდა და ზუსტად ის ადამიანი მიჰყავდათ.ეს ხალხი შერჩევით რატომ უნდა დააკავო? ლექტორი, სტუდენტი, ექიმი. შეხედავ ყველა ქართველია, ქოცებს რომ უნდათ იყვნენ და არ არიან ასეთი ხალხია.გუშინ ჩვენც დავუშვით შეცდომა.მარშების დროს არ შეიძლება დიდი ხნით შესვენება კონკრეტულ ლოკაციაზე. მოასწრეს ამოსვლა, დაკავების მანქანების ამოყვანა და ხალხის დაკავება.მარში იმიტომაა მარში რომ უნდა იმოძრაოს. შემდეგზე აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ იგივე რომ არ დაგვემართოს.საქალაქოში შევხვდებით ერთმანეთს. გუშინ დაკავებილების და Gela Khasaia პროცესია.ყველა მიყვარხართ ვინც გუშინ იქ იყავით და იბრძოდით სხვებისთვის. ეგაა ის იარაღი რომელიც ჩვენ გვაქვს და იმათ არა.














კომენტარები