• რეკლამა
  • კონტაქტი
14:17, ოთხშაბათი, 6 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გურამ როგავას სიტყვა ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის სხდომაზე

ალია ავტორი - ალია
15:54 03-19-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
326

ჟურნალისტ გურამ როგავას სიტყვა ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის სხდომაზე:

 „მსურს, მხარდაჭერა გამოვუცხადო პოლიტიკურ პატიმრებს საქართველოში და მივესალმო ჩემს კოლეგას, მზია ამაღლობელს, ქართველ ჟურნალისტს, რომელიც კვლავ ციხეშია. ჩემი სახელია გურამ როგავა. მე ქართველი ჟურნალისტი ვარ. წლების განმავლობაში ვამშუქებდი პროტესტებს, პოლიტიკურ კრიზისებს, კონფლიქტებსა და ომებს როგორც ჩემს ქვეყანაში, ისე მთელ მსოფლიოში.
ყოველთვის მჯეროდა, რომ ჟურნალისტიკის როლი სიმართლის ჩვენებაა, მაშინაც კი, როდესაც ეს ხელისუფლებისთვის უსიამოვნოა. თუმცა დღეს საქართველოში ამ საქმის კეთება უკიდურესად სახიფათო გახდა. ჩემი შემთხვევა საერთაშორისო დონეზე უკვე გამოიყენება საქართველოში ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის მაგალითად.
2024 წლის ნოემბრის აქციების დროს, თბილისიდან პირდაპირ ეთერში მუშაობისას, სპეცრაზმელი თავს დამესხა. ერთ-ერთი მათგანი მოულოდნელად ზურგიდან დამესხა თავს. მანამდე წლების განმავლობაში ვიღებდი სიკვდილის მუქარებს. იმ ღამეს თავს იმიტომ კი არ დამესხნენ, რომ კანონი დავარღვიე, არამედ იმიტომ, რომ ხელში მიკროფონი მეჭირა, ვასრულებდი ჩემს პროფესიულ მოვალეობას.
ოპერატორთან ერთად პირდაპირ ეთერში ვუჩვენებდით, თუ როგორ სცემდნენ სასტიკად მშვიდობიან მომიტინგეებს ნიღბიანი სპეცრაზმელები, რომლებსაც არავითარი საიდენტიფიკაციო ნომერი თუ წარწერა არ ჰქონდათ. ისინი კრიმინალებივით გამოიყურებოდნენ და კრიმინალებივით იქცეოდნენ. სწორედ ამას აღვწერდი, როცა ერთ-ერთი მათგანი თავს დამესხა.
კისერში ჩამარტყეს და მიწაზე დამაგდეს. მქონდა კისრისა და ხერხემლის მალების მოტეხილობა. რამდენიმე დღის განმავლობაში ჰოსპიტალიზებული ვიყავი მძიმე დაზიანებებით, რასაც ხანგრძლივი რეაბილიტაცია მოჰყვა. ექიმებმა მითხრეს, რომ გამიმართლა, რომ პარალიზებული არ დავრჩი. თავდასხმა პირდაპირ ეთერში მოხდა, ოპერატორებმა ყველაფერი გადაიღეს, მაგრამ „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლობას არ გრძნობს. მათ თქვეს, რომ ეს პატარა ინციდენტი იყო, მაშინ როცა ექიმების თქმით, სასწაულია, რომ ცოცხალი გადავრჩი.
რა არის მნიშვნელოვანი თავდასხმის შემდეგ? გამოძიება არ მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, მაქვს დაზარალებულის სტატუსი, მაგრამ რეალურად ეს არაფერს ნიშნავს. ეს მხოლოდ ფორმალური სტატუსია, რომელიც მაძლევს უფლებას, გამოვითხოვო ჩემი საქმის დოკუმენტები. მე გამოვითხოვე ისინი: თუ ნახავთ ჩემი საქმის მასალებს, ნახავთ, რომ ეს არის უამრავი მძიმე ფურცელი, მაგრამ შინაარსობრივად ცარიელი. ყველაფერი უაზრობაა, ეს არის მაკულატურა მხოლოდ იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებას აჩვენონ, თითქოს მუშაობენ. მაგრამ ეს სიყალბეა. ისინი არაფერს აკეთებენ საქმის გამოსაძიებლად.
მე ასევე მოვითხოვე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. მითხრეს, რომ ასობით კამერას ზუსტად თავდასხმის დროს ერთდროულად შეექმნა ტექნიკური პრობლემა. გჯერათ ამის? რა თქმა უნდა, არავინ იცის, ვინ დამესხა თავს, ვინ იმალება ნიღბის ქვეშ, რადგან მტკიცედ მწამს, პოლიციელები ბრძანებებს „ქართული ოცნებისგან“ იღებენ.
ჩემი ისტორია არ არის გამონაკლისი. ამ პროტესტების დროს 70-ზე მეტი (არა 17, არამედ 70!) ჟურნალისტი დაშავდა, დააკავეს ან ხელი შეუშალეს მუშაობაში. დაამტვრიეს კამერები, სცემეს რეპორტიორები.
წარმოგიდგენიათ 70 ჟურნალისტი ასეთ მოკლე დროში? ეს ომზე უარესია. რაც მთავარია, ყველა საქმე დაუსჯელი რჩება. ეს არ არის შემთხვევითი ძალადობა. ეს არის გზავნილი ჩვენთვის, ქართველი ჟურნალისტებისთვის: თუ ჩვენ რეალობას ვაჩვენებთ, ჩვენს ქვეყანაში დაცულები აღარ ვართ.
საქართველო არის ქვეყანა, სადაც მოქალაქეების უმრავლესობას ევროპაში ცხოვრება სურს. ევროკავშირი ჩვენთვის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი არ არის, ეს არის ღირებულებების, თავისუფლების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის ღირსების არჩევანი. მაგრამ დღეს ჩვენ ვხედავთ საგანგაშო ტენდენციებს: თავდასხმებს ჟურნალისტებზე, სამოქალაქო საზოგადოების დაშინებას, ძალადობას მშვიდობიან დემონსტრანტებზე და გამოძიებებს, რომლებსაც სამართლიანობამდე არასოდეს მივყავართ.
დღეს აქ ვარ არა მხოლოდ როგორც პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი, არამედ როგორც ყველა იმ ქართველი ჟურნალისტის ხმა, რომელსაც სჯერა, რომ გამჭვირვალობა დემოკრატიისათვის აუცილებელია. მწამს, რომ საქართველოს მომავალი ევროპულია, მაგრამ დემოკრატია ვერ გადარჩება, თუ ჟურნალისტებს ქუჩებში სცემენ. ჟურნალისტების დაცვა საქართველოში ნიშნავს დემოკრატიის დაცვას ევროპის საზღვრებთან. ევროპას მნიშვნელოვანი როლი აკისრია. თქვენი მხარდაჭერა დემოკრატიული ინსტიტუტების, მედიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებებისადმი საქართველოში დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.
რადგან როდესაც თავს ესხმიან ჟურნალისტებს, ეს არ არის მხოლოდ თავდასხმა ერთ ადამიანზე, ეს არის თავდასხმა სამოქალაქო უფლებებზე. ამიტომ, თქვენ უნდა იყოთ უფრო ხმამაღალი, უფრო ნათელი და წარმოადგინოთ კონკრეტული ნაბიჯები მედიის გადარჩენისთვის საქართველოში“, – თქვა მან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:12 05-06-2026
თიბისი ტექსკოლა – მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები

20:19 05-05-2026
სტადირების „ბირთვი” და რადიოლოგიური “რუკა” – რადიოლოგიის როლი ონკოლოგიაში
ახალი ამბები

სტადირების „ბირთვი” და რადიოლოგიური “რუკა” – რადიოლოგიის როლი ონკოლოგიაში

16:29 05-05-2026
“ზოგი ოპერაციის დღესვე სამსახურში მიდის” – რა რისკებთანაა დაკავშირებული ვარიკოზი და როგორ მკურნალობენ მას?
ახალი ამბები

“ზოგი ოპერაციის დღესვე სამსახურში მიდის” – რა რისკებთანაა დაკავშირებული ვარიკოზი და როგორ მკურნალობენ მას?

15:25 05-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved