• რეკლამა
  • კონტაქტი
21:12, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გურამ ფალავანდიშვილი ჩემი ბავშვობის მეგობრის, გეიდარ ფალავანდიშვილის შვილია, გეიდარს იმ ქვეყნად რომ შევხვდები, თვალებში ხომ უნდა შევხედო, მაგრამ მაინც ვიტყვი…“ – სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
21:18 07-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,473

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური ექსპერტი, სოსო ცინცაძე.

– ბატონო სოსო, კელი დეგნანის განცხადებებს ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევად კიდევ იმიტომ მიიჩნევს საზოგადოების დიდი ნაწილი, რომ ვიდრე ამერიკის ელჩი განცხადებას განცხადებაზე არ გააკეთებდა, ვიდრე არ მოითხოვა იმ ხალხის დასჯა, ვინც 5 ივლისს სცემა ჟურნალისტები, მანამდე მხოლოდ ერთი კაცი იყო დაკავებული და მერე დაიჭირეს სხვები. ასევე, კელი დეგნანმა მოითხოვა კონტრაქციის ორგანიზატორთა   დასჯა და ამის შემდეგ დააკავეს და დაკითხეს გურამ ფალავანდიშვილი, „ალტ–ინფოს“ დამფუძნებლები ზურაბ მახარაძე და კოკა მორგოშია. ხალხი ამბობს, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ ამას არ უნდა გვკარნახობდეს ამერიკის ელჩი, ეს ჩვენმა მართლმსაჯულების სისტემამ უნდა გააკეთოსო. დიდი ეჭვი მაქვს, 5 ივლისის აქციის რამდენიმე ორგანიზატორს დაიჭერენ, აღარ გამოუშვებენ და ესეც დეგნანს დაბრალდება.

– კი, ეს ყველაფერი სწორედ კელი დეგნანის განცხადებების შედეგად მოხდა. და რატომ არ დააკავა პოლიციამ მოძალადეები, ელჩის განცხადებამდე? და ვინც დააკავეს, 5 ივლისს არ მონაწილეობდა ძალადობაში? არ სცემა ჟურნალისტები? ყველას, ვინც დაკავებულია,  ძალადობის მუხლით დასაბუთებული ბრალი წაუყენეს. იძულებულნი არიან, უცხო ქვეყნის ელჩის განცხადებაზე მოახდინონ რეაგირება, თორემ ესენი არავის დამჭერები არ იყვნენ. გურამ ფალავანდიშვილი ჩემი ბავშვობის მეგობრის, გეიდარ ფალავანდიშვილის შვილია, გეიდარს იმ ქვეყნად რომ შევხვდები, თვალებში ხომ  უნდა შევხედო, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ დასავლური სტანდარტებით, გურამი ადრე იყო დასაკავებელი. ამერიკის ელჩი, ბუნებრივია, დასავლური სტანდარტების დამკვიდრებას ცდილობს აქ და ამაზე ზემოთ ბევრი ვილაპარაკეთ. ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. გურამ ფალავანდიშვილსა და ლევან ვასაძეს, სხვა კონსერვატორ ლიდერებს ბევრი მომხრე ჰყავთ საქართველოში. მათ უკან კი ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დგას. ახლა ეკლესია რომ სხვაა და საპატრიარქო სხვა, ეგ ანდრია ჯაღმაიძის მოგონილია. ვითომ, ეს მეუფეები, 5 ივლისს გარეთ რომ იყვნენ გამოსულნი სხვები არიან და საპატრიარქო სხვაა. სხვა და სხვა როგორ არის, როდესაც ეს მეუფეები, იმ წმინდა სინოდოს გავლენიანი წევრები არიან, რომლებიც ეკლესიას და მათ შორის, საპატრიარქოსაც განაგებენ? თან ამ მეუფეების უმეტესობას, საპატრიარქოში მეტად სერიოზული სამსახურები აბარიათ, ამ სამსახურების უფროსები არიან. სამწუხაროა, რომ ვერ მოიძებნა „ოქროს შუალედი“ და ვერ მოხერხდა ამ სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა ისე, რომ მორწმუნე საზოგადოების უფლებები არ შეილახოს. ეგრეა, ამ ლგბტ–ეების  უფლებების დაცვა ეკლესიასთან დაპირისპირებაზე გადის. სახელმწიფოს და ეკლესიას თუ არ უნდათ დასავლეთის ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება, მაშინ ამის თავი უნდა გვქონდეს. ეკლესიას თავი დავანებოთ, ის არასდროს შეეგუება ლგბტ–ეების უფლებების იმ დონეზე დაცვას, დასავლეთში რომ არის. ეს ლოგიკური და ბუნებრივია. აი, სახელმწიფოც არ ეგუება და თუ გინდა, შენს საქმეებში არავინ ჩაერიოს, მაშინ ძლიერი სახელმწიფო უნდა იყო, უცხოეთში ხელგაწვდილი არ უნდა მათხოვრობდე ფულს და ათას რაღაცას. აგერ, ისრაელი აიღე. არც ამერიკას და არც ერთ სხვა ქვეყანას არ ეპუება, როდესაც თვლიან, რომ ეს მათ სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება. კი, ბატონო, ავაშენოთ ასეთი სახელმწიფო და ვერავინ ვერაფერს გვიკარნახებს.

თეგები: გურამ ფალავანდიშვილისოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved