• რეკლამა
  • კონტაქტი
17:45, სამშაბათი, 20 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გულწრფელი მადლობა პერსონალურად თქვენ” – ზელენსკი ზურაბიშვილს

ალია ავტორი - ალია
18:49 09-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
165

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სალომე ზურაბიშვილს წერილით მიმართა და პერსონალურად ზურაბიშვილს ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. წერილი თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე – “დიდება უკრაინას” საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა წაიკითხა

“მსურს, გამოვხატო გულწრფელი მადლიერება თქვენი ქვეყნის მიმართ და პერსონალურად მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ქალბატონო პრეზიდენტო ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტში მონაწილეობისათვის. ეს სამიტი მსოფლიო დემოკრატიების ერთიანობის, ძლიერებისა და სიმტკიცის დემონსტრირება იყო უკრაინის და საერთაშორისო წესრიგის დაცვაში რუსეთის აგრესიისგან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამიტის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ისინი არ შეეგუებიან რუსეთის მიერ ყირიმის დროებით ოკუპაციას და არასდროს აღიარებენ უკრაინის სუვერენული ტერიტორიის ანექსიას. სამიტზე ასევე უკრაინელი ხალხის კანონიერი უფლება დადასტურდა, დაიცვან თავი რუსული აგრესიისგან (რომელიც 2014 წელს ყირიმის მიტაცებით დაიწყო) გაათავისუფლონ უკრაინის მთელი ტერიტორია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის ყირიმის ნახევარკუნძულიც.

მადლიერი ვარ თქვენი ქვეყნის უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელიც ფასდაუდებელია ჩვენთვის, რადგან ჩენი მხარდაჭერა ჩვენს გამარჯვებასთან გვაახლოებს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ, რაც შეიძლება მალე გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა ოკუპანტებისგან და მართლმსაჯულების წინაშე დადგნენ ისინი, ვინც აგრესიული და დანაშაულებრივი ომისთვისაა აპსუხისმგებელი. მოუთმენლად ველი თანამშრომლობის გაგრძელებას ყირიმის პლატფორმის ფარგლებში – თქვენი ქვეყნის მონაწილეობას ყირიმის პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტსა და შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაში. მტკიცედ მჯერა, რომ აგრესორს ერთიანი ძალით დავამარცხებთ”.

მაკკეინის ინსტიტუტის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის და EPRC-ის ორგანიზებული კონფერენციის წლევანდელი თემა უკრაინაა. საერთაშორისო კონფერენცია თბილისში 5 სექტემბერს დაიწყო.

თეგები: ზელენსკისალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა – თიბისი
ახალი ამბები

ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა – თიბისი

15:25 01-20-2026
ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved