საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, თბილისში, ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და წერს:
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.
განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავთ მაშველების მიმართ, რომელთა დაუღალავმა შრომამ, თანაგრძნობამ და ტრაგედიის ფონზე გადარჩენილი სიცოცხლით გამოწვეულმა გულწრფელმა სიხარულმა არავინ დატოვა გულგრილი.
ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნანგრევებში მოყოლილი 7 ადამიანიდან მხოლოდ 3 წლის თაია გადარჩა. დაღუპულთაგან 3 ქალია, 1 კაცი და 2 ბავშვი.
2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.











კომენტარები