• რეკლამა
  • კონტაქტი
12:09, შაბათი, 17 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, გული მერევა კომუნიკაციის ამ ფორმაზე, მაგრამ სხვა გზას არ მიტოვებთ” – ანდრო ჭიჭინაძის პასუხი მამუკა მდინარაძეს

ალია ავტორი - ალია
17:00 08-08-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,459

ანდრო ჭიჭინაძის პასუხი მამუკა მდინარაძეს:

„რადგან ჩვენს საქმეს შეეხე და შენ თვითონვე თქვი რომ საქმის მასალებს არ იცნობ და ზოგადადაც მაღალი სტანდარტის იურიდიული ცოდნა ვერ აჩვენე, რამდენიმე რჩევას მოგცემ. ეტყობა 225-ე მუხლს საერთოდ არ იცნობ (გული მერევა კომუნიკაციის ამ ფორმაზე, მაგრამ სხვა გზას არ მიტოვებთ).
მუხლი 225: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა. ამ მუხლს აქვს ორი ნაწილი:

ა. ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა.

ბ. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში მონაწილეობა.
მაინც შეგახსენებ, რომ ამ მუხლით ვართ ჩვენ დაკავებულები.
ამავე სისხლის სამართლის კოდექსში განმარტებულია თუ რა შემთხვევაშია დანაშაული ორგანიზებული -„დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ იგი განახორციელა დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულმა, შეთანხმებულად მოქმედმა, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის წევრები წინასწარ შეკავშირდნენ ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად ან რომლის მიზანია პირდაპირ ან არაპირდაპირ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება.“ შენიშვნის სახით კი მითითებულია, ამ მუხლის მიზნებისათვის, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფად მიიჩნევა ჯგუფი, რომელიც არ არის შემთხვევით შექმნილი დანაშაულის დაუყოვნებლივ ჩასადენად და რომელშიც არ არის აუცილებელი, ფორმალურად იყოს განაწილებული როლები მის წევრთა შორის, წევრობას ჰქონდეს უწყვეტი ხასიათი ან ჩამოყალიბებული იყოს განვითარებული სტრუქტურა”.

თუ კიდევ ვერ გაიგე განვმარტავ, რომ ე.წ. ორგანიზატორები და ე.წ. მონაწილეები უნდა იყვნენ წინასწარ დაკავშირებულები, პირდაპირი კავშირით. აქ ირიბი კავშირიც არ არის. არ არსებობს ადამიანი, რომელიც ჩვენი მხრიდან რაიმე სახის მოქმედებით დაზიანდა და ვერც ერთმა დაზარალებულად წოდებულმა პიროვნებამ ხელი ვერ დაგვადო ვერცერთ ბრალდებულს. ვერც მე და ვერც სხვა ბიჭებს, რომლებიც ჩემთან ერთად სხედან სასამართლოებზე ჩემ გვერდით, უსამართლოდ უკვე მე-8 თვეა. მეტიც, ყველა ბრალდებულს სხვადასხვა დღეს გვედავებით. მაგ.: მე 29 ნოემბერს, გიორგი ტერიშვილს 1 დეკემბერს, სხვას 2 დეკემბერსა და 30 ნოემბერს და ა.შ.

საინტერესოა, მაგრამ უფრო საინტერესო ისაა სასამართლო რას გადაწყვეტს. ამიტომ, დაველოდოთ და მორჩით სასამართლოსა და მოსამართლეზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

მხოლოდ სასამართლოა უფლებამოსილი, აფასებდეს მტკიცებულებებს და იღებდეს გადაწყვეტილებას. ობიექტური გამოძიება რომ ჩაგეტარებინათ, საქმე აქამდე არ მოვიდოდა.

ისე, ასეთი კარგი და წესიერი ადამიანების დაჭერასაც მოხეხება უნდა. მადლობა რომ სასამართლოებზე გამაცანით.
და ბოლოს, “There is no art to find the mind’s construction in the face” – ერთმა ჭკვიანმა ინგლისელმა კაცმა თქვა ერთი 400 წლის წინ“

თეგები: ანდრო ჭიჭინაძემამუკა მდინარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved