გუდაურში მომხდარი ავიაკატასტროფის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ცხედრებს ექსპერტიზა უტარდება.
შემთხვევის უშუალო ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს. ახლა გამოძიებამ უნდა თქვას, კატასტროფის მიზეზი ვერტმფრენის ტექნიკური გაუმართაობა, ადამიანური ფაქტორი თუ ქარი იყო.
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, გუდაურთან, 29 ივლისს ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა. შსს-ს ინფორმაციით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. დაშავებულია პარაპლანის ინსტრუქტორი, მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი კი გარდაცვლილია.
კომენტარები