ყიფილი პარლამენტარი, გუბაზ სანიკიძე, “ფორმულას” ეთერში, ამბობს:
კობახიძემ ბიძინა ივანიშვილზე თქვა, ეს არის გროსმეისტერიო, ჯერ ერთი, გერმანული მაგან იცის, მე არ ვიცი და გროსმაისტერი უნდა ეთქვა.
მერე თქვა, ინტელექტუალია ბიძინაო, უკვე გეცინება, ხომ? და არის პატრიოტიო, – ამაზე ხარხარიც შეიძლება.
ბატონ ირაკლი კობახიძეს ვურჩევ – დაანებეთ ბიძინა ივანიშვილის ცილისწამებას თავი. ცილისწამება რა არის – როცა არა ხარ და დაგაბრალებენ. გროსმაისტერს განსაკუთრებით მოერიდეთ, ბატონო ირაკლი, ცოტა სახიფათო ტერმინია და მასონურ ლოჟებში ნიშნავს თავმჯდომარეს.
ბატონო ბიძინა, თქვენ ხომ მასონების გეშინიათ, არ გიყვართ და რაც დაიბადეთ, მას მერე, უთანასწორო ბრძოლაში ხართ მასონებთან. თქვენმა პრემიერმა, თქვენ დაგაბრალათ, რომ ხართ მასონი. გროსმაისტერი დაგიძახათ.
ინტელექტუალი არისო, ეს არის ცილისწამება, თავისუფლად შეიძლება ვუჩივლოთ კობახიძეს, რომ ის ცილს სწამებს ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ, არც მასონი გროსმაისტერია, არც ინტელექტუალია და მით უმეტეს, არც პატრიოტი არ არის.
ამ კაი კაცს, მასონებთან მებრძოლს, ხმალამოწვდილს, ლანძღავს და გროსმაიატერს ეძახის… როგორ ბედავს?
მდინარაძეს ავტოავარია მოუვიდა, რაღაცის თქმა უნდოდა და ისე ჩაეხლართა, ყველაზე ცუდი ვარიანტი გამოუვიდა. ბიძინას ქება-დიდებიდან ჩახტა ადუღებულ ვულკანში.
მიაქციეთ ამას ყურადღება, ძვირფასო ქოცებო.
















კომენტარები